ჯო ბაიდენი: უკრაინას ახლა F-16 ტიპის გამანადგურებლები არ სჭირდება

0
512
40 Views

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ „ჯერჯერობით“ უკრაინისთვის F-16 ტიპის უახლესი ამერიკული გამანადგურებლების გაგზავნა გამორიცხულია. ამის შესახებ მან ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არა, ახლა მას [ზელენსკის] F-16 არ სჭირდება. ჯერჯერობით ამას გამოვრიცხავ“, – განაცხადა ბაიდენმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უკრაინა ასეთ გამანადგურებლებს ვერასდროს მიიღებს, ბაიდენმა განაცხადა, რომ შეუძლებელია ზუსტად იმის ცოდნა, რა დასჭირდება უკრაინის თავდაცვას მომავალში, თუმცა „ჩვენი სამხედროების აზრით, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რითაც F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის აუცილებლობა აიხსნებოდა“.

Cesko