ფეისბუკმომხმარებელი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში გენერალ გუჯარ ყურაშვილის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის იხსენებს, თუ როგორ დატოვეს აკია ბარბაქაძემ და ზაურ უჩაძემ თავიანთ მებრძოლებთან ერთად ოჩამჩირე აფხაზეთის ომის დროს.
„აკია ბარბაქაძის მოჭარბებული „პატრიოტიზმის“ და სატელევიზიო ბაქი-ბუქის საპასუხოდ, გენერალ გუჯარ ყურაშვილს მოუსმინეთ, როგორ გაიპარნენ ბარბაქაძე და უჩაძე თავიანთი დანაყოფებით ოჩამჩირიდან და აფხაზებს გზა გაუხსნეს“, – წერს მაია ელოშვილი.
მისივე განცხადებით, აკია ბარბაქაძე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ოჩამჩირის დაკარგვაში, 24 თებერვლის აქციაზე ამყარებს იმედებს და უკრაინის მხარდაჭერის საბაბით, ქვეყანაში არეულობის მოწყობას ცდილობს.
„აკია ბარბაქაძის მოჭარბებული „პატრიოტიზმის“ და სატელევიზიო ბაქი-ბუქის საპასუხოდ, გენერალ გუჯარ ყურაშვილს მოუსმინეთ, როგორ გაიპარნენ ბარბაქაძე და უჩაძე თავიანთი დანაყოფებით ოჩამჩირიდან და აფხაზებს გზა გაუხსნეს. დღეს, „ნაცაკია“ 24 თებერვლის აქციაზე ამყარებს იმედს და უკრაინის მხარდაჭერის ეგიდით, სინამდვილეში კი, ძალადობისა და არეულობის მოსაწყობად, ქვეყნის მტრებსა და ბრიყვებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ვინც საქართველოს უახლესი ისტორია არ იცის, მოასმენინეთ გენერლის ნაამბობი, რომელიც აფხაზეთში რიგითი ჯარისკაცივით იბრძოდა. ნაცკრიმინალებო, #არაგარევინებთ,“ – წერს მაია ელოშვილი.