დაიხრჩო გოგო, რომელიც ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა

February 23, 17:04
0
1796

უბედური შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. “TV25”-ის ინფორმაციით, დაიხრჩო გოგო, რომელიც ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ზღვაში გაუჩინარებული 35 წლის ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ადგილობრივთა თქმით, გოგო წყალში ძაღლის გადარჩენის მიზნით შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

მასთან ერთად მყოფი მეორე პირი კი ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

წყარო: “მიქს მეტრონომი”

Cesko