საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდა იგეგმება – ბორელი

0
650
39 Views

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდა იგეგმება. 

“ჩვენ ვაპირებთ, გავზარდოთ არალეტალური სამხედრო დახმარება საქართველოსა და მოლდოვისთვის, რაც ხელს შეუწყობს ლოჯისტიკის, კიბერთავდაცვის, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო შესაძლებლობების ზრდას. ჩვენ გეგმას დეტალურად ივნისში წარვადგენთ, ხოლო ივლისში – მივიღებთ”. – თქვა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელის განმარტებით, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება აღმოსავლეთ პარტნიორებთან კავშირის გაძლიერება.

“ევროკავშირი აგრძელებს მიმდინარე ომის მოგებაში უკრაინის მხარდაჭერას. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე, სტრატეგიული კომპასი მზადაა, რომ გააძლიეროს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა არასდროს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების გაძლიერებას”

Cesko