მომღერალი ნინა წკრიალაშვილი რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიური იყო, თუმცა ბოლო დროს საკუთარ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს: „ნინა, გამოჩნდი, რა. დააკლდი სოციალურ სივრცესა და სატელევიზიო გადაცემებს“, „სად დაიკარგე?“ – უწერენ ნინას მეგობრები.
ნინა წკრიალაშვილი ხმაურიანი პირადი ცხოვრებით მუდმივად იქცევდა ყურადღებას. ის რამდენიმე წლის წინ სკანდალშიც გაეხვა, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს. მოძალადე მამაკაცს ნინა წკრიალაშვილმა
სასამართლოში უჩივლა, ხოლო თავად საცხოვრებლად საბერძნეთში გადავიდა. ცნობილი გახდა, რომ უცხო ქვეყანაში მან ახალი სიყვარულიც იპოვა, თუმცა საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტოები მის სოციალურ ქსელში არ იძებნება.
ნინა წკრიალაშვილი იანვარში 43 წლის გახდა. როგორც მისი გამომწერები აღნიშნავენ, მომღერალს ასაკი არ ეტყობა, თავად ნინამ კი გუშინ „ინსტაგრამსთორიში“ ახალი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „როცა 43 წლის ხარ და ვერ გადაწყვიტე, დაბერდე თუ გადადო დაბერება, თან ორივე გეზარება.“