მცირეწლოვან ბავშვებს აიძულებდნენ მოწყალების მოთხოვნას და წვრილმანი ნივთების გაყიდვას – 4 პირს ბრალდება წარედგინა

0
209
25 Views

პროკურატურის განცხადებით, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარედგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხივე ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, მათ არასრულწლოვან ოჯახის წევრებს  შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. ბრალდებულები მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ოთხ მცირეწლოვან ბავშვს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების გაყიდვას, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდნენ,,

Cesko