21 Views
პოლონეთში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს იქნება რუსეთის გამარჯვება.
„თავისუფალი ადამიანები უარს ამბობენ უიმედო სამყაროში ცხოვრებაზე და იყო უპრეცედენტო წელი ყველა გაგებით. რუსული ძალების და დაქირავებული ჯარისკაცების უპრეცედენტო სისასტიკე. მათ ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ მომავალი თვეები კვლავ რთული იქნება უკრაინელებისთვის.
„მაშინ, როდესაც უკრაინა განაგრძობს თავის დაცვას რუსული თავდასხმისგან და საკუთარი კონტრშეტევის დაწყებას, ეს იქნება მძიმე დღეები. იქნება გამარჯვებები და ტრაგედიები”, – განაცხადა მან.
ბაიდენმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.