შვრიის ფაფა ბევრისთვის საყვარელი დილის საუზმეა, რადგან არა მხოლოდ გემრიელი და ნოყიერი, არამედ ძალიან სასარგებლო პროდუქტია, როგორც ყველამ ვიცით.
შვრია აწესრიგებს კუჭის ლორწოვან გარსს და აუმჯობესებს მის მოქმედებას. წონის ნორმალიზებისთვის რეკომენდებულია შვრიის მიღება 15 დღის მანძილზე. ამით ადამიანი შეკრულობასაც აღწევს თავს.
თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივი და უწყინარია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გამუდმებით შვრიის მიღება, მით უმეტეს დიდი რაოდენობით, ჯანმრთელობისთვის საზიანო და სახიფათოა.
საქმე ის არის, რომ შვრია შეიცავს ფიტინის მჟავას – ნივთიერებას, რომელიც აფერხებს ნაწლავებში კალციუმის შეწოვას.
ამას გარდა, ფიტინის მჟავა რა ამხოლოდ ხელს უშლის ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისებას, არამედ, გამოაქვს ძვლებიდან აუცილებელი მიკროელემენტი. ამიტომ, თუ შვრიის დიეტაზე აპირებთ დადგომას, აუცილებელია თავიდან ექიმის კონსულტაცია.