ჩინეთი შეშფოთებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი კონტროლიდან გამოდის

February 21, 11:06
0
217

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩინ განგის განცხადებით, პეკინი “ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში კონფლიქტით, რომელიც თანდათან მწვავდება და კონტროლიდანაც კი გამოდის”.

„თითქმის ერთი წელია, უკრაინაში კრიზისი ფართოვდება. ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული, რომ კონფლიქტი მწვავდება და კონტროლიდანაც კი გამოდის“, – აღნიშნა ჩინ განგმა პეკინში გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ქვეყნებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ ცეცხლზე ნავთის დამატება და ბრალდების ჩინეთზე გადატანა.

„პეკინი ჩინურ სიბრძნეს შესთავაზებს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარებისთვის და იმუშავებს საერთაშორისო საზოგადოებასთან დიალოგისა და კონსულტაციების ხელშეწყობისთვის, ყველა მხარის პრობლემის გადასაჭრელად და საერთო უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

Cesko