მეცნიერებმა გენეალოგიურ პლატფორმა MyHeritage-თან ერთად, გააანალიზეს წარმატებული ადამიანების დაბადების დღეები. ძირითადად, მათ შეაფასეს სხვადასხვა პრესტიჟული პრემიის – ოსკარის, ოქროს გლობუსის, ემის, ნობელისდა პულიტცერის პრემიების, ოლიმპიური თამაშების პრიზიორების დაბადების თარიღები.
აღმოჩნდა, რომ წელიწადის 365 დღიდან ყველაზე მეტი წარმატებული ადამიანი დაიბადა 30 აპრილს. ათასი კაციდან, ვინც მათ სიაში იყო, ამ დღეს 11 მათგანია დაბადებული.
მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა ასევე აპრილის დღე – 27 აპრილი. სიიდან 8 ადამიანი აღმოჩნდა ამ დღეს დაბადებული.
ტოპ-სიაში იღბლიანი თარიღებია ასევე 20 იანვარი, 23 მარტი, 26 მარტი, 29 აპრილი, 14 სექტემბერი, 26 სექტემბერი, 12 ნოემბერი და 30 დეკემბერი.
მთლიანობაში, თვეების მიხედვით, ყველაზე წარმატებული აპრილში დაბადებული ადამიანები აღმოჩნდნენ – სიაში შესული 1000 ადამიანიდან 99. მეორე ადგილზეა ნოემბერი და შემდეგ – მარტი.
სფეროების მიხედვითაც გადაანაწილეს თვეები. მაგალითად, “ოსკარის” მფლობელებიდან, რომლებიც სიაში მოხვდნენ, უმრავლესობა მარტშია დაბადებული. მომავალი ოლიმპიური ჩემპიონები უფრო ხშირად იანვარსა და იქტომბერში იბადებიან, ნობელის პრემიის ლაურიატები – მარტსა და ივნისში.
mshoblebi.ge