ბავშვები ხშირად ირჩევენ მშობლების ტანსაცმელს. ბევრისთვის ეს სტილის ნაწილია, ზოგჯერ კი სოციალური პრობლემებითაა გამოწვეული. უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ტოტალური დეფიციტის პირობებში გაიზარდნენ, ძველი ტანსაცმლის შენახვასა და “მემკვიდრეობით” გადაცემას არიან მიჩვეულნი. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მშობლების გამონაცვალი ტანსაცმლის ტარებას უარყოფითი შედეგები მოაქვს.
უფრო კონკრეტულად კი, ეზოთერიკების თქმით, ტანსაცმელი იმ ადამიანის ენერგიას, ემოციებს, მდგომარეობასა და განწყობას შთანთქავს, რომელსაც ეკუთვნოდა.
თუ თქვენი მშობლები წარმატებულები, მდიდრები, ჯანმრთელები არიან, ცხოვრება პოზიტიურად გაატარეს და ბევრი სასიამოვნო ემოციაც დააგროვეს, შეგიძლიათ დედის კაბა ან მამის ქურთუკი თამამად მოირგოთ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთ ოჯახებში დაბადებულ ბავშვებს ხშირად არც აქვთ საჭიროება, რომ მშობლების გამონაცვალი ტანსაცმელი მოირგონ, რადგანაც საკმარისი თანხაა იმისათვის, რომ სასურველი ნივთები შეიძინონ.
მაგრამ, თუ თქვენი მშობლები მუდმივ სიდუხჭირესა და სევდაში იყვნენ, ჰქონდათ შფოთვა, სულ ღელავდნენ რაღაცაზე, ბრაზს გამოხატავდნენ, ყველა ეს ნეგატიური ემოცია, ფაქტობრივად, მთლიანად შეეთვისება სამოსს. ტანსაცმლის გაჩუქებით შესაძლოა თქვენმა ახლობლებმა სრულიად გაუცნობიერებლად საკუთარი პრობლემები, უსიამოვნებები და დაავადებებიც კი გადმოგცეთ. ამიტომაც, შესაძლებელია, მშობლის ბედი გაიმეოროთ.
ამიტომაც, სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევაში ჯობს, მშობელთა გამონაცვალ ტანსაცმელზე უარი თქვათ. ხოლო, თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც გიწევთ მათი ტანსაცმლის გამოყენება, ჩაცმამდე უმჯობესია, რამდენჯერმე კარგად გარეცხოთ.
წყარო: mshoblebi.ge