“დასავლეთის ზეწოლა”, “დასავლეთის წნეხიო” და თუ ეგაა უმთავრესი და პიროვნებები არაფერს წყვეტენ, თუ ცალკეულ ადამიანებს არაფერი შეუძლიათ, მაშინ გამაგებინეთ, რანაირად შეძლო ასლან აბაშიძემ მაშინ, იმ დროში აჭარის დაცვა და შენარჩუნება??
შესაძლოა არ იყო ბრწყინვალე მმართველი, მაგრამ იმ დროში და იმ პირობებში ხომ შეძლო ამ ადამიანმა შეენარჩუნებინა აჭარაში მშვიდობა, არ დაუშვა მეორე აფხაზეთი, არ შეუშვა ტერიტორიაზე არასასურველი ფორმირებები, არც თურქები!
იმ წლებში და იმ პირობებში ხომ შეუნარჩუნა საქართველოს ერთ-ერთ ურთულეს რეგიონს პოლიტიკური, მენტალური და კულტურული იდენტობა?
თუ ადამიანებზე არაფერია დამოკიდებული, თუ სათავეებთან მყოფი პიროვნებები მხოლოდ პეშკები არიან, მაშინ რა იყო ასლანის ფენომენი??
ანუ, შესაძლებელი ყოფილა, ხომ?
ანუ, უსუსური პეშკა იმდენად ხარ, რამდენადაც მიეყიდე “წნეხსა და ზეწოლებს”???
რას ფიქრობთ?
და საერთოდ, რატომ დუმს ყველა ამ საკითხზე?
მე მახსოვს აჭარა ასლანის დროს როგორი იყო და ვხედავ ახლაც, თავის მეჩეთ-მედრესეებიანა…
პ.ს. (ჩამატება) უბრალოდ მაინტერესებს, “რა ფენომენია” ეს…
ყოველდღე გვატირებენ ქოცები დასავლეთის ზეწოლასა და წნეხზე და ეს კაცი როგორ უმკლავდებოდა მაშინ გამარჯვების პიკზე მყოფ დასავლეთს, რომელსაც მთელი სსრკ ჰქონდა ხელში ჩაგდებული??
მაია დვალიძე, სამოქალაქო აქტივისტი; სოციალური ქსელი