ეს გოგონა სულ კისერს იფხანდა – მიზეზმა გამოცდილი ექიმებიც კი შოკში ჩააგდო (ფოტოები)

February 19, 17:26
0
1172

კანზასში მცხოვრები წყვილის აარონ და ემა უაიტინგტონების 7 თვის გოგონა მიას მოულოდნელად ლოყა დაუსივდა და სიცხემ აუწია. ექიმებმა ბავშვს დიაგნოზი ვერ დაუსვეს. თავდაპირველად ეგონათ, რომ კბილები ამოსდიოდა. გამოუწერეს წამალზე რეცეპტი და სახლში გაუშვეს.

მაგრამ სიტუაცია გართულდა და დილას ბავშვს ლოყა ორჯერ უფრო დიდი გაუხდა. მია სასწრაფოდ ჰოსპიტალიზებული იყო. ამჯერად ექიმებმა ჩათვალეს, რომ გოგონას სტაფილოკოკური ინფექცია ჰქონდა ლიმფოკვანძებში.

თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ დასიებული ლოყიდან რაღაც გამოჩნდა…ეს 5 სანტიმეტრიანი ბუმბული აღმოჩნდა…ექიმებმა მაინც ვერ გაიგეს, რანაირად მოხვდა ბუმბული ბავშვის ლოყაში. სავარაუდოდ, როდესაც მიას ის გადაეყლაპა, ორგანიზმმა უცხო სხეულის განდევნა დაიწყო და ამგვარად მოხვდა ბუმბული ლოყაში.

ახლა გოგონა კარგადაა. ის სრულიად ჯანმრთელია და ცხოვრება უხარია.

წყარო: geonewest.com
Cesko