ამ საკითხებს პასუხი უნდა გაეცეს: რამდენი გადაუხადეს ევროპარლამენტარებს და Credit Suisse-ს, საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებისთვის და ივანიშვილის სანქცირების ჩაწერისთვის 

February 18, 12:20
0
505

რა ზეწოლის ფასად უნარჩუნებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მშვიდობას?!
სქართველოს ხელისუფლებამ ევროკუფციასთან ბრძოლის პროცესი უნდა შექმნას!
რამდენი გადაუხადეს ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებისთვის?! რა დაუჯდა Credit Suisse, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების ჩაწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში?! ამ საკითხებს პასუხი უნდა გაეცეს!
ბელგიის პოლიცია კორუფციის ბრალდებით ვიცესპიკერ ევა კეილისთან ერთად ევროპარლამენტარების დაპატიმრებას აგრძელებს. საექსპერტო კვლევით ვლინდება , რომ კორუფციის მტკიცებულებები აშშ-ს დაზვერვამ მიაწოდა ბელგიის კრიმინალურ პოლიციას. მიზეზი კი ის იყო, რომ კატარის საამირომ აშშ-სგან დამოუკიდებელი მოქმედება დაიწყო , ევროკავშირთან დაახლოვდა და რუსეთთანაც არ გაიფუჭა ურთიერთობები. ეს არ შედიოდა აშშ-ს ინტერესებში და კორუფციული სკანდალი გასკდა. ამით ამერიკამ კატარი მოთოკა, ევროკავშირი უფრო დამოკიდებული გახადა, ხოლო ევროპარლამენტარები დააშინა და დაიქვემდებარა.
საქართველოს მიმართებაში ვითარება კარდინალურად განსხვავებულია. ევროპარლამენტარებს კორუფციულ გარიგებებზე მწვანე აქვთ ანთებული. ჯერ კიდევ სააკაშვილის მოსყიდულნი, რომლებიც ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში, ბიუჯეტის ხარჯზე ანავარდებდენენ, ასვენებდნენ ეგზოტიკურ ქვეყნებში და ძვირადღირებულად ასაჩუქრებდნენ, ახლა პირდაპირი დაფინანსების საშუალება მიეცათ Credit Swiss-ისგან და გიული ალასანიას მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისგან. აშშ-ს ზოგიერთი სტრუქტურა ამას ხელს უწყობს , ვერ ეგუება საქართველოს სუვერენული ფუნქციის გამოვლინებას, რადგან ჩვენმა ქვეყანამ უარი თქვა საქართველოს საზიანოდ რუსეთთან პირაპირ დაპირისპირებაზე. ჩვენ ბევრი გავიღეთ და დავკარგეთ რუსეთთან დაპირისპირებაში. ხალხს კარგად ახსოვს ის , რომ რუსეთთან ბრძოლაში დასავლეთს ჩვენთვის , შესატყვისი თანადგომა არ აღმოუჩენია და უნდობლობა ჩამოგვიყალიბდა. ამის გამო ჩვენი ხალხი წინააღმდეგია სახელმწიფო, სახიფათო თამაშში ჩაერთოს!
უახლესი ისტორიული მოვლენების შედეგად ბიძინა ივანიშვილი, დღევანდელი სახელმწიფო სისტემის და პოლიტიკური ელიტის ავტორია, მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკაში არ მონაწილეობს, ამ ავტორიტეტის გამო ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ მასზე. დასავლეთის მიზანია , ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს და აიძულოს ხელისუფლება რუსეთთან მეორე ფრონტი გახსნას. არაფერს არ ერიდებიან, არც კანონი აინტერესებთ და არც სამართალი. სასმართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ბლოკავენ, ფულს არ უბრუნებენ, საბანაკო სისტემას კორუფციული გარიგებაში იყენებენ, სააკაშვილის ჩადენილ დანაშაულს წამებად ასაღებენ, მეხუთე კოლონას რევოლუციისკენ უბიძგებენ და არეულობით გვემუქრებიან. წარმოვიდგინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორც სახელისუფლო სისტემის მდგრადობისა აღარ არსებობს, რამდენად ტურბულენტური და მოწყვლადი ვითარება შეიქმნება ქვეყანაში. დაყავი და იბატონეს პრინციპს მოიყვანენ სისრულეში და კარგად დაფინანსებული ადგილობრივი რადიკალების მეშვეობით სახელმწიფო სისტემის ჩამოშლას ადვილად შეძლებენ. ეს ხომ პირველად არ გაუკეთებიათ საქართველოში და სახვა ქვეყნებშიც! ომში მყოფ რუსეთს მცირე საბაბიც რომ მივცეთ, ჯარსაც არ დაძრავს, დაგვიბომბავს ქალაქებს და გაგვაუბედურებს. სანუგეშოდ კი დასვლეთის აღშფოთებას მივიღებთ. აი ამაზე არ მიდის ბიძინა ივანიშვილი და წარმოუდგენელ ზეწოლას უძლებს! შეიძლება ზოგმა თქვას, რომ ჩვენ რა გვესაქმება ივანიშვილის პირად ფინანსებთან, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი მილიარდების დაკარგვის და სანქციების მუქარის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესებს არ ღალატობს! ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ , რომ დღევანდელ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილის დაცვა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების ტოლფასია!
ამ ვითარებაში საელმწიფოს გეგმაზომიერი მოქმედება სჭირდება. კორუფციის ნიშნების საფუძველზე აუცილებელია საგამოძიებო პროცესი დაიწყოს იმ ევროპარლამენტარების მიმართ, ვინც საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციას ავტორები არიან. 9 მილიონი, რომელიც სააკაშვილმა ბიუჯეტიდან პირადი განცხრომისა და ევროპარლამენტარების მოქრთამვისთვის დახარჯა, უნდა დაკონკრეტდეს პიროვნენებეის დონეზე. მილიონობით თანხა , რომელსაც სააკაშვილის ახლობლები და საქართველოდან გაქცეულები ხარჯავენ, ძიებას უნდა დაექვემდებაროს. ოფიციალურად უნდა მიმართოს საქართველოს პროკურატურამ აშშ-ს, რომ დაგვეხმარონ საერთაშორისო კორუფციასთან ბრძოლაში. თუ უარს გვეტყვიან ესეც მათი პოზიციის ლუსტრაცია იქნება. პარალელურად უნდა მივმართოთ ისრაელის შესაბამის სტრუქტურებს, მათ დიდი გამოცდილება აქვთ მსგავსი მტკიცებულებების მოპოვების საქმეში. ამერიკელები ხშირად უკვეთავენ ამგვარ სამუშაოებს და ეს პრაქტიკა ჩვენც უნდა გამოვიყენოთ. მთლიანობაში საქართველოს მოწინაარმდეგე ევროპარლამენთარების კორუფციის საკითხი, გამოძიების საგანი უნდა გახდეს . ამისთვის შესაბამისი მასალები უნდა მომზადდეს, ხოლო სქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური პროცესი უნდა შექმნას. საქართველოს მოძულე „ხუბილიუსები“ სააშკარაოზე უნდა გამოვიყვანოთ. ეს სახელმწიფოზე ზეწოლას შეასუსტებს და თანამშრომლობის გარემოს შექმნის.
გვახსოვდეს, რომ ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის მიმდინარეობს! ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო! გამოვიყენოთ ყველა საშუალება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოთხოვნილებები . აშშ, ევროკავშირი, რუსეთი და სხვები, საქართველოსთან პარტნიორულ ურთიერთობას უნდა მივაჩვიოთ!
ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ გიგანტთა ბრძოლაში არ უნდა ჩავებათ. ვინმეს გამოკვეთილი მიმხრობა, ხშირად დამღუპველი შედეგებით დამთავრებულა ჩვენი ქვეყნისთვის . მსოფლიოში არსებული გლობალური დაპირისპირებიდან საქართველო გაძლიერებული და გამარჯვებული უნდა გამოვიდეს!
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ლევან მამალაძე
პირველი არხი
ქრონიკა ტვ იმედი
POSTV – ანალიტიკა
ჯორჯიან თაიმსი
გიორგი ლაღიძე
იოანე შაიშმელაშვილი
POSTV – ახალი ამბები
მალხაზ გულა-ჭინჭარაული

ლევან მამალაძე, პოლიტიკოსი; სოციალური ქსელი

Cesko