“2 კითხვა მაქვს” – გახარიას განცხადებებთან დაკავშირებით ჯაფარიძეს მასთან კითხვები გაუჩნდა

0
900
19 Views

„ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ მართლა შენ გაეცი თუ არა გავრილოვის ღამეს დემონსტრაციის დაშლის ბრძანება და მოხდა თუ არა იმ ღამეს „სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმა“.

გუშინ ვიდეოში თქვი რომ:

– „ოცნებამ“ ქვეყანა მიიყვანა „უიმედობის ჩიხურ მდგომარეობამდე“,

– დააშორა „დემოკრატიულ ღირებულებებს და დასავლეთს“,

– შენი გადადგომიდან 2 წლის თავზე „სხვა საქართველოში ვცხოვრობთ“,

– ქვეყანას „სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს უიმედობის გამო“,

– ქვეყანაში „აღარ დარჩა მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტები“,

– აქ „ყველას ვინც ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ან უბრალოდ თავისუფალი აზრის გამოთქმისთვის იბრძვის, აგენტის იარლიყს აკრავენ“,

– „ივანიშვილმა თავისი მარიონეტების მეშვეობით გაგვიხსნა დისკუსია საერთოდ გვინდა კი ევროპა?“,

– ივანიშვილი „ფაქტობრივად უარს გვეუბნება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან არჩევანზე“,

– ივანიშვილს ავიწყდება, „რომ ქართველ ხალხს ევროპული მომავლისთვის სისხლი აქვს დაღვრილი“,

– „ოცნება“ გვეუბნება, რომ „სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილია“,

– „ოცნება“ „გვტოვებს დაუცველებს, ნამდვილი მეგობრების გარეშე, პირისპირ რუსეთთან“,

– „ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან უიმედობის გამო“,

– საქართველო „სულ უფრო სწრაფად ბრუნდება წარსულში“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2 კითხვა მაქვს:

20 ივნისს იქ შეკრებილი ხალხი თუ შენზე ადრე მიხვდა, რომ ამ რეალობისკენ მივექანებოდით, ჰქონდათ თუ არა მათ უფლება თუნდაც ფიზიკური ძალით შეწინააღმდეგებოდნენ ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევას? თუ სახელმწიფო ინსტიტუტის „ხელშეუხებლობა“ მაინც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თუნდაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე?

ამ გადმოსახედიდან, მაინც დაუშვებდი იმ ახალგაზრდებს გაზს და რეზინის ტყვიებს?“, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

VIDEO: „ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე“ – ორი წლის შემდეგ გახარია პირველად ასახელებს გადადგომის მიზეზს

Cesko