“ოპოზიცია, სიგიჟეა ეგ… სასაცილოდ გამოიყურებით უკვე…” – ვახო სანაია

0
592
39 Views

“ოპოზიციას.
1. დილით რომ გაიღვიძებთ, ნუ ეძებთ საინფორმაციო სააგენტოებზე, რა თქვა რომელიღაც რეგვენმა ქართული ოცნებიდან და თქვენ როგორ უპასუხებთ;
იფიქრეთ იმაზე, რა თქვათ თქვენ და ოცნებაში იფიქრონ, როგორ გიპასუხონ.
2. იმაზე ფიქრით ნუ გადაიღლით თავს, რა მორიგი მარაზმი ჩაიდინა ოცნებამ, ამას უთქვენოდაც მოუყვება მედია ხალხს;
იფიქრეთ იმაზე, რას გააკეთებთ თქვენ მომდევნო დღის განმავლობაში.
3. ფეხებზე დაიკიდეთ, რას იტყვის ქართული ოცნება თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე;
იფიქრეთ იმაზე, რისი გაგონება უნდა ხალხს თქვენგან.
4. ნუ კომპლექსდებით. ნუ გაიძახით ყველა გამოსვლის ბოლოს, რომ ომი არ გინდათ. საკმარისად გაქვთ ნათქვამი უკვე და სასაცილოდ გამოიყურებით უკვე;
ნუ გაიძახით, რომ არ დადიხართ ბრიუსელის დერეფნებში და ითხოვთ, არ მოგვცენ სტატუსი. სიგიჟეა ეგ. წარმოგიდგენიათ, რაში იმართლებთ თავს ?! თან ვის წინაშე იმართლებთ თავს ?!
მაგ თავის მართლებას ჯობია, საქმეზე ესაუბროთ ამომრჩეველს.
5. გაბედულები იყავით. რა უბედურებაა ეს თავის მართლება.
დასკვნა :
ან ქმნით დღის წესრიგს ან მაშინ უკეთეთ კომენტარები ქართული ოცნების უწიგნურ დეპუტატებსა და მინისტრებს.”

ჟურნალისტი, ვახო სანაია; სოციალური ქსელი

Cesko