ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი:
“რუსულენოვან სამყაროში (Русский мир) ფართოდ არის გავრცელებული, რომ რუსეთი არის Матушка Россия, – მთელი რუსულენოვანი სამყაროს დედა!
ამ სამყაროში ბევრს წარმოედგინა, რომ რუსეთი უკრაინის Матушка-ც არის!
ბოლო ორმოცმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი არავის Матушка არ არის!
და არც ორი რუსეთი არსებობს!
არც არსებულა!
მნიშვნელობა არ აქვს, – ივანე მრისხანეს რუსეთია, პეტრე პირველის რუსეთია, ელიზავეტასი, ეკატერინესი, რომელიმე ალექსანდრესი ან რომელიმე ნიკოლოზისა, ლენინისა, ტროცკისა, სტალინისა, ხრუშჩოვისა, ბრეჟნევისა, გორბაჩოვისა, ელცინისა, პუტინისა და ნებისმიერი ყოფილისა თუ მომავლისა!
რუსეთი იმპერიაა, სისხლით გაუმაძღარი, სასტიკი იმპერია!
ასეთი იყო და ასეთად დარჩება!
როგორც ყველა იმპერია!
სად გაგონილა მაძღარი იმპერია?!
ყველა იმპერია გაუმაძღარია!
ნუ გიკვირთ ბუჩა!
მოემზადეთ უფრო დიდი საშინელების სანახავად!
ვისაც აფხაზეთის და ჩეჩნეთის კადრები გვინახავს, რაღამ უნდა გაგვაკვირვოს?!
მე ვნახე ბესლანიც!
“В Беслане они распинали Христа!”
დიახ, Они!
და ისინი ყველგან არიან!
ყველა ეპოქაში იყვნენ და ხვალაც იქნებიან!
ადამიანობას შეგაძულებს ადამიანის სისასტიკის მასშტაბი!
უნდა გავუძლოთ!
ღმერთმა გვიშველოს!”