რა გინდა შე დედამო…. – თეა წულუკიანის მეუღლის პასუხი ჟურნალისტს (აუდიო)

February 16, 19:03
0
8269

ნუგზარ წიკლაურის გაღიზიანება ჟურნალისტის კითხვამ გამოიწვია, როგორ აფასებდა ის ფაქტს, რომ „ფეისბუკზე” თეა წულუკიანის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის საქმეზე მოქალაქე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.

“რა გინდა შე დედამო…., რატომ მირეკავ”- უთხრა ჟურნალისტს ნუგზარ კაკულიამ.

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მეუღლემ, ნუგზარ კაკულიამ რამდენიმე თვის წინ, ფეისბუქზე ოპოზიციას პარლამენტის წინ გამართული აქციის გამო აგინა. გინების ადრესატი იყო ასევე უკრაინის პრეზიდენტი და ომში მყოფი ქვეყნის ელჩი.

რაც შეეხება კონკრეტულ სასამართლო პროცესს, ქეთა გაბიანს რომელმაც თეა წულუკიანის შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე უხამსი შინაარსის პოსტი დაწერა, სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

საუბარია გაბიანის ფეისბუქ პოსტზე, სადაც ის მინისტრს ლიკვიდაციით დაემუქრა.

გაბიანის „ფეისბუკის” გვერდზე ეს პოსტი ამჟამად არ იძებნება.

Cesko