28 Views
ევროპარლამენტარები ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გადადგომას ითხოვენ, მას შემდეგ რაც მან კანონმდებლებს იდიოტები უწოდა. ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი სამშაბათს, პარლამენტის სესიაზე მოხდა, როდესაც პარლამენტი დასავლეთ ბალკანეთის საკითხს განიხილავდა. კითხვა-პასუხის დროს, ვარჰეის მიკროფონის გამორთვა დაავიწყდა და ყველამ გაიგო მისი სიტყვები „კიდევ რამდენი იდიოტი დარჩა?“.
მისმა კომენტარმა ევროდეპუტატების კრიტიკა გამოიწვია და ნაწილი მის გადადგომას ითხოვს. თავად ევროკომისარმა კი განმარტა, რომ მისი რეპლიკა კონტექსტიდან არის ამოგდებული და მის გვერდით მყოფ ადამიანთან საუბრის ნაწილი იყო, რომელიც ევროპარლამენტს არ ეხებოდა.