თურქეთში 6 წლის გოგო გაათხოვეს, ქვეყანაში ისლამისტური დაჯგუფებები ძლიერდებიან – DW

0
626
23 Views

არსებობს ეჭვი, რომ თურქეთის მმართველი პარტია რადიკალებთან არის დაკავშირებული ბოლო წლებში. ქვეყანაში, სადაც თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ რელიგიური თემები აკრძალული იყო, ეს ორგანიზაციები კვლავ გაძლიერდნენ. ამის შესახებ სტატიას Deutche Welle ავრცელებს.

ჯერ კიდევ 20 წლის წინ, ვიდრე თურქეთის ხელისუფლებაში „სამართლიანობის და განვითარების პარტია“ მოვიდა სათავეში, რელიგიური თემი „ისმაილ აღა“ და მისი მსგავსი საზოგადოებები ნახევრად ლეგალურად მოქმედებდნენ. დღეს კი ისინი ძალზე გავლენიანები გახდნენ. თურქეთის მემარჯვენე პარტიები რელიგიურ თემებთან მჭიდრო კავშირებს ამყარებენ. ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის სანაცვლოდ ეს ორგანიზაციები არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობის და განვითარების პარტიას“ მხარს უჭერენ.

„ისმაილ აღას“ თემი 1980 წელს შეიქმნა. მისი დამაარსებელი იმამი მაჰმუდ უსტაოსმანოღლუ იყო, რომელიც მას 42 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.  უსტაოსმანოღლუს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა, რომელიც იმამს სტამბოლის მეჩეთში რამდენჯერმე ესტუმრა.  როდესაც იმამი გარდაიცვალა, მის დაკრძალვას პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

დღეს „ისმაილ აღა“ თურქეთში უდიდესი რელიგიური დაჯგუფებაა. მათ რამდენიმე სკოლა აქვთ და მკაცრ ისლამის პროპაგანდას ეწევიან. საკმაოდ მაღალია გავლენა სტუდენტებს შორისაც. საზოგადოება სახელმწიფო და რელიგიის გაყოფის წინააღმდეგია, რაც თურქეთის კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

ამ ჯგუფის გავლენა თურქეთის ფარგლებს გარეთაც შეინიშნება, გერმანიაში მას აქტიურად უთვალთვალებს უშიშროების სამსახური. გერმანიის ერთ-ერთ რეგიონში ჯგუფი შარიათის კანონის პროპაგანდაში დაადანაშაულეს.

„ისმაილ აღას“ თემთან დაკავშირებით სკანდალი თურქეთში მას შემდეგ აგორდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემმა 6 წლის გოგო 29 წლის კაცს მიათხოვა. ქალი ამჟამად 24 წლის არის და, მისი თქმით, დიდი ხანი არ იცოდა, რომ 6 წლის ასაკში გათხოვება ნორმალური არ არის.

ქალის მიერ მოყოლილი ისტორიის მიხედვით, ის 6 წლის ასაკში მამამ გაათხოვა, რომელიც ასევე ისმაილ აღას თემში იყო გაწევრიანებული. ის და მისი 29 წლის ქმარმა იქორწინეს ცერემონიით, რომლის სახელწოდებაა „იმამის შეუღლება“.

ასეთი ქორწინება თურქეთში უკანონოდ ითვლება. ამიტომ როდესაც გოგო 18 წლის გახდა, მისი ქორწილი სამოქალაქო ცერემონიით ჩატარდა. მოგვიანებით ქალი თავის ქმარს გაეყარა.

თურქეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქმარს გოგოსთან სქესობრივი კონტაქტი მაშინაც ჰქონდა, როდესაც ის ბავშვი იყო. ხელისუფლებამ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით გამოძიება დაიწყო.  მოგვიანებით ბავშვებთან არაადამიანურ მოპყრობას იძულებულები იყვნენ თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც გამოხმაურებოდნენ.

ერთ-ერთი ყველაზე  გავლენიანი ისლამისტური ჯგუფი ფეთჰულა გიულენის მოძრაობა იყო, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  2016 წლის წარუმატებელ სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა. ერდოღანმა გიულენის მომხრეები  საჯარო თანამდებობიდან გაათავისუფლა. 100 000-ზე მეტი თანამშრომელი იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობები სამინისტროებში, საჯარო ადმინისტრაციასა და სასამართლო სისტემაში.

დამკვირვებლები ამტკიცებენ, რომ ეს თანამდებობები ნაწილობრივ სწორედ „ისმაილ აღას“ თემის წევრებმა დაიკავეს. „ისმაილ აღას“ თემში გაწევრიანებული ბევრი ადამიანი ახლა მუშაობს თურქეთის სასამართლო სისტემაში, პოლიციაში, თავდაცვის და განათლების სამინისტროებში.

2007 წელს ქალაქ ერზინჯანის მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ილჰან ჯიჰანერმა,  , გამოძიება დაიწყო „ისმაილ აღაში“  თაღლითობის, უკანონო ფონდების მოძიებისა და სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის ბავშვების უკანონო განათლების ფაქტებზე. მთავრობამ ბოლო მოუღო ამ გამოძიებას და ჯიჰანერი უბრალოდ დააკავეს.

„წარსულში, გიულენის მოძრაობა აკონტროლებდა ეკონომიკას, ბიუროკრატიას, სასამართლო სისტემას და ჯარსაც კი – მიუხედავად იმისა, რომ თურქული საზოგადოების 2%-ზე ან 3%-ზე ნაკლებს წარმოადგენდა“, – ამბობენ თურქეთის ოპოზიციის წარმომადგენლები.

საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის Metropoll-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად,  თურქების მხოლოდ 4,3%-ს აქვს მჭიდრო კავშირები რელიგიურ თემთან. თუმცა, პოლიტიკაში ისინი არაპროპორციულად მაღალ როლს თამაშობენ.

ბრძოლა მხარდამჭერებისთვის

ანკარის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის იჰსან დაგის თქმით, რელიგიური თემები კარგად ახერხებენ თავიანთი შეხედულებების პოპულარიზაციასა და ძალაუფლების გაძლიერებას. „ეს ზრდის მათ შესაძლებლობას პოლიტიკოსებთან მოლაპარაკების საკითხში; ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე რეალურად წარმოადგენენ“.

„ისმაილ აღას“ საზოგადოება არ არის ერთადერთი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი ქვეყანაში – საკმაოდ ბევრი თემი ეჯიბრება ერთმანეთს პოლიტიკასა და საზოგადოებაში გავლენის მოსაპოვებლად. როდესაც ისინი ტრაბახობენ თავიანთი ძალაუფლებით. დაგას თქმით, ისინი სიგნალს უგზავნიან კონკურენტ თემებს, რომ სხვებზე ძლიერები არიან და ეს, თავის მხრივ, „ეხმარება მათ სხვა დაჯგუფებებიდან მომხრეების გადაბირებაში“.

„ისმაილ აღას“ ჯგუფის წევრები არასრულწლოვანის ქორწინების შესახებ მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციით აღშფოთდნენ. მათ ამ ამბის გამავრცელებელი ჟურნალისტის დაკავებაც კი მოითხოვეს.

წყარო: pia.ge

Cesko