ორგანიზაცია “არა მონობას” ავრცელებს წერილს და ფოტოს:
“”🗣️ ❌ სპარი SPAR Georgia რომ ყველაზე ცუდი დამსაქმებელია ხომ ყველამ ვიცით მაგრამ ‼️‼️ახლა კიდევ უფრო მაგარი უნდა გითხრათ!
ცოტაახნის წინ სპარის ერთ ერთმა თანამშრომელმა მოგვმართა დახმარების თხოვნით.
❌ეს ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა კომპანიას აენაზღაურებიათ მისთვის ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები, გადმოეცათ მისთვის ნამუშევარი დროის შესახებ ინფორმაცია და ფილიალში დაემატებიათ კადრები რადგან გაუსაძლისი იყო ერთდროულად ათი ადამიანის საქმის კეთება. ❗️მაღაზიაში მყოფი 2-3 თანამშრომელი გადამწვარი და გაუბედურებულები იყვნენ (ერთდროულად ასრულებდნენ დამლაგებლის, დაცვის, მოლარის, კონსულტანტის, მენეჯერისა და სხვ. ფუქციებს).
‼️ყოველ მიმართვაზე კომპანია დაზეპირებული ტექსით პასუხობდა რომ ზეგანაკვეთურად ნამუშევარ დროსაც უნაზღაურებდა და მათი მხრიდან დარღვევებსაც არ ჰქონია ადგილი. 🤡
‼️ჰოდა დასაქმებულმა ჩვენი დახმარებით მიმართა შრომის ინსპექციას და მოთხოვნილ იქნა სპარის კონკრეტული ფილიალის შემოწმება.
❗️რათქმაუნდა ინსპექცია შევიდა სპარში და დაიწყო მოკვლევა.
🤡🤡 და იცით რა გააკეთა სპარმა ამის საპასუხოდ?? ❌❌ თანამშრომელი რომელსაც ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ და შევუქმნათ ღირსეული შრომის პირობები ( ფაქტიურად თავად სპარის გასაკეთებელს ჩვენ ვაკეთებთ) დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისიფლა იმ იმედით რომ თავიდან მოიშორებდნენ ” თავის ტკვილს” და გაუარესებული პირობები და თანამდებობა შესთავაზეს. რათქმაუნდა წინადადება ყოვლად მიუღებელია მაგრამ ვინაიდან ამ ადამიანს აქვს რთული ფინანსური და ოჯახური მდგომარეობა იძულებული გახდა დათანხმებოდა გაუარესებული პირობებით მუშაობას.
☝️მაააგრამ ამ ნაბიჯით მათ ვერ შეგვაჩერეს ჩვენ! ☝️
❌❌შრომის ინსპექციამ დაასრულა მოკვლევა და დაადგინა რომ კომპანია სპარი აღნიშნულ ფილიალში თანამშრომლების მიმართ უხეშად არღვევს შრომის უფლებებს.
კერძოდ :
1. ❌ამუშავებს მათ ზეგანაკვეთურად და კანონით დადგენილი წესით არ ახდენს ნამუშევარი ზეგანაკვეთურის ანაზღაურებას,
2.❌არ აძლევს თანამშრომლებს კანონით დადგენილ, ცველბს შორის არსებული დასვენების უფლების გამოყენების საშუალებას იმ ოდენობით რაც გათვალისწინებულია კანონით,
3.❌არღვევს შრომის კოდექსს და თანამშრომლებს კვირაში 40 საათზე მეტს ამუშავებს
4. ❌არ აღრიცხავდა კანონის შესაბამისად ნამუშევარ დროს.!
☝️რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ???
❗️❗️ვინაცვლებთ სასამართლოში!! ❗️❗️
‼️შრომის ინსპექციამ უკვე თქვა თავისი სათქმელი!
კომპანია სპარი უხეშად არღვევდა თანამშრომლების უფლებებს!
☝️ახლა სასამართლოს ჯერია!
💪ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და აუცილებლად გაცნობებთ სიახლეებსაც.
სპარი ახლაც გამობრძანდით დაზეპირებული სიტყვებით და დაგვაჯერეთ რომ თქვენთან ლომი და ბატკანი ერთად ძოვენ ბალახს!
💪ჩვენ გვჯერა რომ ერთად დგომით ყველაფერი გამოგვივა!
#არამონობას”
“ალია” დაუკავშირდა “სპარს”, შევთავაზეთ პოზიციის დაფიქსირება, თავდაპირველად გვითხრეს, რომ იურისტთან გაივლიან კონსულტაციას და კომენტარს მოგვაწვდიან, თუმცა, დაპირებული პასუხი, სამწუხაროდ, არ მიგვიღია.
წყარო: “ალია”