“სააკაშვილის რეჟიმს უწოდებენ „დემოკრატიულ შუქურას“, ხოლო სისხლის სამართლის დამნაშავე  სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმარს”

0
416
17 Views

ხაბეიშვილის ნაცგვარდიის აქტივისტები უსტვენენ!, – ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

„სასტვენებით შეიარაღებული ნაცგვარდიის აქტივისტების „პატრიოტული“ მოძრაობა სულ ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობს.
ამჯერად მათი სამიზნეა ყველა, ვინც შავზე თეთრს არ ამბობს ან თეთრზე შავს.
ზუსტად ამ ნიშნით ამჯერად მათი თავდასხმის ობიექტი გახდა ირაკლი კობახიძე და ყველა ის პირი, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ეწინააღმდეგებიან.
ვინც არ იტყვის, რომ დემოკრატიული უკრაინა ომს იგებს და ანტიდემოკრატიული რუსეთი მარცხდება, ხოლო კრემლის თავზე დღე-დღეზე აფრიალდება უკრაინული დროშა ის თურმე საქართველოს მტერია. თუ იტყვი, რომ რუსეთი დღეს ამ ომში ინიციატივას ფლობს და ბოლო ხანებში უკრაინის გარკვეულ ტერიტორიებს იკავებს, ხოლო სამწუხაროდ, უკრაინელი ერის საუკეთესო ნაწილი ნადგურდება (ანუ თუ ფაქტებს რეალურად აღწერ და არა პროპაგანდისტულად), ე. ი. პრორუსი, ან სულაც „რუსი“ და პუტინისტია, რომელსაც არ უნდა ევროპაში და ქვეყანას მიაქანებს „რუსულ ჭაობში“.
მოდით, თვალი გადავავლოთ „პრორუსობაში“ ბრალმდებელი და ბრალდებული მხარეების მოკლე ბიოგრაფიებს და ვიხალისოთ, როგორი ადამიანები როგორ კონკურენტებს უყენებენ სასაცილო ბრალდებებს.
მიხეილ სააკაშვილი – მსახურობდა კაგებეს სასაზღვრო ჯარში, დაამთავრა კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ამზადებდა საბჭოთა დაზვერვის თანამშრომლებს. შემდგომში იქ მიღებული თეორიული ცოდნა სააკაშვილმა წარმატებით გამოიყენა სხვა ქვეყნის (თუ ქვეყნების) დაზვერვის სამსახურში შესვლისა და ამ ქვეყნის (თუ ქვეყნების) ინტერესების საქართველოზე წინა პლანზე დაყენებით.
ელენე ხოშტარია – დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით.
ახლახანს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს ყველა თანამშრომელი (როგორც რუსეთის პოტენციური გავლენის აგენტები), ვისაც ეს ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. საქართველოში კი ქ-ნი ხოშტარია ითვლება ანტირუსული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად. მას ხელს არ უშლის ის ფაქტიც, რომ მრავალი წელია რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას.
ლევან ხაბეიშვილი – მუშაობდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, 2013-2014 წლებში იკავებდა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2017 წელს აირჩიეს თბილისის საკრებულოს დეპუტატად. 2020 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2023 წლიდან – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.
„პატრიოტი და ანტირუსი“ ქართველების კლასტერის გამოჩენილი ფიგურები იყვნენ რუსეთში გამილიარდელებული კახა ბენდუქიძე,
რუსეთის უშიშროების სამსახურის გენერალი თემურ ალასანია,
საქართველოში “მოღვაწე” რუსი ბიზნესმენი კობა ნაყოფია,
წლების მანძილზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი გრიგოლ ვაშაძე და ა. შ.
თუ ამ ყველაფერს დაუმატებთ იმ ფაქტს, რომ ნაცკოჰორტას დღეს რეალურად მართავს და “ამშვენებს” ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი ფიგურის გავარ-სახელი გაცილებით მეტის მთქმელია მკითხველუსათვის, ვიდრე მათი ქაღალდზე არსებული ბიოგრაფიული მონაცემები.
ახლა ვნახოთ, პრორუსულ ფესვებზე დამყნობილი რუს-ქართველი პოლიტიკოსების მიერ ვინ არიან ბრალდებულები „პრორუსობაში“.

ირაკლი კობახიძე დაიბადა და აღიზარდა ეროვნულ მოძრაობაში ცნობილი და გამორჩეული ფიგურის გიორგი კობახიძის ოჯახში, სადაც დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოსათვის ბრძოლა განსაზღვრავდა ამ ოჯახის ცხოვრების წესს. ირაკლიმ -დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში მიენიჭა სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხები. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში. იკავებდა ექსპერტულ და მენეჯერულ თანამდებობებს გაეროს განვითარების პროგრამაში, აგრეთვე აკადემიურ თანამდებობებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. 2017-2018 წლებში ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა.

იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი. არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
26 იანვარი 1976-1998
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამართლის დოქტორი (Dr. iur.),ასოცირებული პროფესორი
საარჩევნო სუბიექტი
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
ფრაქცია/ჯგუფი
ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2017 – 2020 გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი
2015 – 2017 გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე
2015 – დღემდე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი 2012 – 2015 კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი
2007 – 2015
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი
2005 – 2006
სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში
2003 – 2007
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი 2000-2002 საარლენდის უნივერსიტეტის დოქტორანტურა (Dr.iur.) 2000 – 2001
საადვოკატო ბიურო Heimes&Muller – ადვოკატის თანაშემწე 1998 – 1999 საარლენდის უნივერსიტეტის მაგისტრატურა (LL.M.)1996 – 1998 საქართველოს პარლამენტის წევრის თანაშემწე სპეციალობა:
საერთაშორისო სამართალი
1999
დაწესებულება:
საარლენდის უნივერსიტეტი
სპეციალობა:
ევროპული კერძო სამართალი
არჩილ თალაკვაძე – 2007-2010 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, მრჩევლის პოზიციაზე. 2010 წელს დაასრულა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის პროგრამა. 2015 წელს ჩაირიცხა ლონდონის ეკონომიკის სკოლის აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამაში.

2011-2012 წლებში მუშაობა დაიწყო დირექტორის მოადგილედ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, პოლიტიკური სისტემის განვითარებას, მედიის თავისუფლებას და დემოკრატიულ რეფორმებს ემსახურებოდა. 2012-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილედ, სადაც პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა წარმატებით გაატარა – შედეგად 11-ჯერ შემცირდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებლები, მინიმუმამდე შემცირდა ტუბერკულოზის გავრცელება და დაიწყო “C” ჰეპატიტის პროგრამა. 2014-2016 წლებში არჩილ თალაკვაძე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, სადაც ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობებს, მიგრაციის სამსახურის რეფორმას და ცენტრალური აპარატის მუშაობას უძღვებოდა. 2015-2016 წლებში იყო “გლობალური ფონდის” (The Global Fund) მმართველი საბჭოს წევრი, საქართველოს მთავრობის კვოტით. არის საქართველოს პარლამენტის წევრი.
ანრი ოხანაშვილი – არის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული პროექტის – “ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ (DGStZ) სამეცნიერო რედაქტორი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტეტის იურიდიულ ფაკულტეტი. 2009 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც სწავლობდა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც მას 2010 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის წოდება Magister Legum (LL.M.) სისხლის სამართლის მიმართულებით. 2012 წელს ანრი ოხანაშვილმა მოიპოვა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სადოქტორო საფეხურზე სწავლის სამწლიანი სტი-პენდია და ამავე წლიდან გახდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტე-ტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი სისხლის სამართლის მიმართულე-ბით. ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

2008-2012 წლებში ის იყო სამეცნიერო მკვლევარი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის (DAAD-Programm „Ostpartnerschaften“) სამეცნიერო სტიპენდიატი. მეცნიერ-თანამშრომლის სტატუსით მონაწილეობდა ფოლკსვაგენის ფონდის („VW-Stiftung“) მიერ დაფინანსებულ გერმანულ-ქართულ სამეცნიერო პროექტში სისხლის სამართალის მიმართულებით. 2008-2009 წლებში, როგორც ერთ-ერთმა სამეცნიერო შემსრულებელმა, მიიღო ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის („რუსთაველის ფონდი“) მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტი: „ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში“. 2017 წლიდან არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის „პოლიცია და უსაფრთხოება“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2008, 2011-2012 წლებში იყო ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის არსებული სტუდენტური გაცვლითი სემინარის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელი“ (Netzwerk Ost-West) სამეცნიერო ხელმძღვანელი. ანრი ოხანაშვილის არის სამართლის დოქტორი.

ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ისედაც ნათელია, რომ რუსული ფესვების პოლიტიკოსები პრორუსობას სწამებენ ევროპული განათლებისა და ევროპული ორიენტაციის პოლიტიკოსებს.ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილის ანტიდემოკრატიულ რეჟიმს უწოდებენ „დემოკრატიულ შუქურას“, ხოლო ევროპარლამენტის დეპუტატები სისხლის სამართლის დამნაშავე მიხეილ სააკაშვილს უწოდებენ პოლიტიკურ პატიმარს.

ეს არის ზოგიერთი ევროპელი დეპუტატების ფუჭი მცდელობა, საქართველის მოქალაქეებს თავს მოგვახვიონ ევროპული ღირებულებების გაუკუღმართებული გაგება.

ხაბეს ნაცგვარდიის აქტივისტების სტვენა, ვერაფერს დააკლებდა ქართველთა მისწრაფებას ევროპისაკენ, რომ არა კრებსითი კუბილიუსების ბანის მიმცემი სტვენა, ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან”, – წერს კაკაბაძე.

Cesko