ქვეყნის ყველა მაცხოვრებელს უნდა ჰქონდეს დაცული ადგილი, რომელშიც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხვედრა», «მრავალბინიანი შენობების მფლობელებს მოეთხოვებათ, ყველა ახალ საცხოვრებელში, თავშესაფრების აშენება და აღჭურვა» – წერია შვეიცარიის ფედერალური კანონის, სამოქალაქო თავდაცვის, 45-ე და 46-ე მუხლებში, რომელიც 1963 წლის 4 ოქტომბერს მიიღეს.
ამიტომ, შენობების უმრავლესობას, რომელიც 60–იანი წლების დასაწყისში და მის შემდეგ არის აშენებული, ბირთვული თავშესაფრებიც აქვს.
2006 წ. შვეიცარულ სახლებში, დაწესებულებებში და საავადმყოფოებში 300 000–მდე თავშესაფარი არის დათვლილი და ამას გარდა, ქვეყანაში 5 100 საზოგადოებრივი თავშესაფარიც არის, რომელიც საფრთხის შემთხვევაში, 8, 6 მლნ. ადამიანის თავდაცვას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 114 % შეადგენს (ამჟამად, შვეიცარეიაში 8, 3 მლნ. ადამიანი ცხოვრობს).
მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიას, უკანასკნელი 200 წლის მანძილზე, არცერთ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია, ის თავდაცვისთვის ყოველთვის მზად არის. ხოლო იმისთვის, რომ გავიაზროთ შვეიცარიის თავდაცვის სტრატეგია, ერთ–ერთი ოფიცრის ცნობილი ციტატა უნდა მოვიშველიოთ: «შვეიცარიას არ ჰყავს არმია, თავად შვეიცარიაა არმია!» – თქვა მან.
შვეიცარიის უახლოესი კონკურენტი, თავშესაფრების რაოდენობის სიმრავლის მიხედვით, შვეცია და ფინეთი არის, 7, 2 და 3, 4 მლნ. დაცული ადგილით, რაც ამ ქვეყნების მოსახლეობის, დაახლოებით, 81 და 70 % შეესაბამება.
რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, იქ არსებული სიტუაციის შედარება შვეიცარიასთან არც კი შეიძლება. მაგ., ავსტრიაში, მოსახლეობისთვის დაცული ადგილების რაოდენობა მხოლოდ 30 %–ია. გერმანიაში კი, საერთოდ, – 3 %.
ევროპის გარეთ, ბირთვული თავშესაფრები გავრცელებულია ჩინეთში, სამხ. კორეაში, არის სინგაპურში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში. მაგრამ მოსახლეობისთვის, დაცული ადგილების რაოდენობა 50% არსად აღემატება.
წყარო: geonewest.com