ცნობილია სავარაუდოდ რამ გამოიწვია ბათუმში, შავ ზღვაში აფეთქება – რას ამბობს ირაკლი ალადაშვილი?

0
1309
21 Views

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, ბათუმის სანაპიროსთან, ზღვაში, სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმი აფეთქდა.

როგორც ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, მსგავსი ფაქტები ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის სანაპიროებზეც მოხდა.

„ვიდეოკადრების მიხედვით შეიძლება წინასწარი დასკვნების გამოტანა, რომ სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმის აფეთქება მოხდა, რომელიც ზღვამ სანაპიროზე გამორიყა. ერთი წლის წინ ამ საფრთხეზე ვსაუბრობდით და ასეთი სათაურიც გვქონდა სტატიაზე „როდის ველოდოთ აჭარის სანაპიროზე ღუზამოწყვეტილ მოტივტივე საზღვაო ნაღმების სტუმრობას, მაშინ, როდესაც რუმინელები და თურქები მათ უკვე იჭერენ“. ანუ, ეს ნაღმები რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დროს, ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძალები დიდი სადესანტო ხომალდებიდან აპირებდნენ საზღვაო დესანტის გადასხმას ოდესა-ოჩაკოვის მონაკვეთზე, მაშინ უკრაინელებმა თავდაცვის მიზნით, ამ სანაპირო ზოლთან საზღვაო ნაღების განთავსება მოახდინეს. ამ პრინციპმა იმუშავა და რუსებმა საზღვაო დესანტის გადასხმა მაშინ ვეღარ გაბედეს, მაგრამ შემდგომ დროთა განმავლობაში, ეტყობა ზღვის ღელვამ, შტორმმა ამ საზღვაო ნაღმების ნაწილი ღუზებს მოწყვიტა (ისინი ღუზებით არიან ფსკერზე დამაგრებულები) და ზღვაში გამოიტანა. ამ ხნის განმავლობაში ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის სანაპიროსთანაც იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოტივტივე საზღვაო ნაღმები აღმოაჩინეს და შემდეგ დისტანციიდან სროლით მათი აფეთქება მოახდინეს. თითოეული ასეთი საზღვაო ნაღმი 172 კგ-ს იწონის და მასში 20 კგ ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერების ნარევია მოთავსებული,“ – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

ბათუმში, ზღვის ნაპირთან ახლოს საზღვაო ნაღმი აფეთქდა (VIDEO)

Cesko