27 Views
ბათუმში, ნაპირიდან დაახლოებით 25 მეტრში, ზღვაში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქდა საზღვაო ნაღმი. თვითმხილველებმა აფეთქების ხმა გაიგეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა. უცნობია საიდან აღმოჩნდა ნაღმი აღნიშნულ ტერიტორიაზე.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.