ფრთხილად იყავით, თუ ეს თვისებები ადამიანს ახასიათებს, იგი ფსიქოპატია !

0
862
38 Views

ცით თუ არა რომ, ცხოვრებაში ფსიქოპატი შესაძლოა არაფრით განსხვავდებოდეს სხვა ადამიანებისგან?

გიფიქრიათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ურთიერთობდეთ ისეთ ადამიანთან, რომელიც ნამდვილად ფსიქოპატია, თუმცა აქამდე წარმოდგენაც არ გქონდათ?

ეს სტატია დაგეხმარებათ, ამოიცნოთ ფსიქოპატები, მაშ ასე, დავიწყოთ:

პირველი რაც უნდა აღვნიშნოთ, ისაა, რომ ნამდვილი ფსიქოპატები იშვიათად თუ მიმართავენ ფიზიკურ ძალადობას, რადგან მათი უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ადამიანის ემოციაზე თამაშს.

ფსიქოპატმა ყოველთვის კარგად იცის, თუ რა გზით მიიღოს სასურველი, ამიტომ მას ძალიან მოსწონს საკუთარ მსხვერპლთან „გონებრივი თამაშები“.

აი, 4 ნიშანი, იმისა, რომ თქვენ საქმე გაქვთ ფსიქოპატთან:

1.ის მუდმივად ტყუის და თავს იმართლებს

შეიძლება გამუდმებით არა, მაგრამ პერიოდულად ყველა იტყუება, აი, ფსიქოპატისგან კი სიმართლეს ვერასოდეს შეიტყობთ. ის არიგებს დაპირებებს, რომლებსაც არასოდეს ასრულებს, გამუდმებით ჭორაობს სხვებზე, ხოლო საკუთარი თავის შესახებ ყოველთვის ცრუობს.

თუ შეატყობთ, რომ ადამიანი გამუდმებით გატყუებთ, ძალიან დიდი შანსია, იმისა, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

2 .იგი პირფერობს, ცბიერია და სხვების განსჯით არის დაკავებული

მას ძალიან მოსწონს, როცა მიგითითებთ შეცდომებზე და ამის გამო განგსჯით. ფსიქოპატი თავს კარგად გრძნობს, როცა გამცირებთ და მოსწონს სიტუაციის დრამატიზირება.

3. ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანში რამდენიმე ადამიანი მონაცვლეობით ცოცხლდება

ასეთ ადამიანში რამდენიმე პიროვნება ცხოვრობს. ის დღეს ანგელოზია, ხოლო მეორე დღეს თითქოს ეშმაკი ჩაუსახლდა. იგი ძალიან კარგი მსახიობია- დამაჯერებლად განასახიერებს მსხვერპლს, ისწავლეთ მათი ხასიათის ცვალებადობის იგნორირება. არ მისცეთ მას თქვენზე ზემოქმედების საშუალება.

4. და ბოლოს, იგი თავს მსხვერპლად გაჩვენებთ

ფსიქოპათი მიდრეკილია ყოველთვის და ყველაფერში სხვა დაადანაშაულოს. ასეთი ადამიანი არასოდეს აღიარებს დანაშაულს. მეტიც, ის თავს გაჩვენებთ მსხვერპლად და შედეგად იწყებთ საკუთარი თავის დადანაშაულებას.

ფრთხილად იყავით, ფსიქოპატები ძალიან საშიში ადამიანები არიან.

ასეთ ადამიანს შეუძლია წაგართვათ მთელი ენერგია და მორალურად გაგანადგუროთ. ამიტომ, ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ და თქვენს სიახლოვეს არ მიუშვათ.

Cesko