კომპანია SpaceX-მა უკრაინელ სამხედროებს დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენება შეუზღუდა

0
277
17 Views

კომპანია SpaceX-მა უკრაინელ სამხედროებს დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენება შეუზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კომპანიის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა განაცხადა, რომ Starlink-ის ტერმინალების იარაღად გამოყენება არასდროს ყოფილა განზრახული.

„უკრაინელებმა გამოიყენეს ისე, რომ ეს არ იყო რაიმე შეთანხმების ნაწილი. არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომ შევზღუდოთ მათ მიერ ამის გაკეთების უნარი”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, უკრაინასთან შეთანხმება ითვალისწინებდა Starlink-ის გამოყენებას ჰუმანიტარული მიზნებისთვის, როგორიცაა ინტერნეტის მიწოდება საავადმყოფოებისთვის, ბანკებისა და რუსული აგრესიით დაზარალებული ოჯახებისთვის.

Cesko