”ტაქსით წამოვედი, გამოჩნდა ჩემი სახლი, გავხსენი საფულე და რას ვხედავ? ფული არ მაქვს! უცბად გამოვგლიჯე კარი, გავვარდი…” – რა შეემთხვა ახალგაზრდას

February 9, 18:51
0
1027

ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე საკმაოდ სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ისე მოხდა, რომ საღამოს ტაქსით წამოვედი. სახლს რომ მივუახლოვდი, ჯიბეები მოვიქექე და აღმოვაჩინე, რომ ფული ძალიან ცოტა მქონდა.

ამასობაში გამოჩნდა ჩემი კორპუსი, 14 სართულიანი… ვფიქრობ, რა იქნება, ეხლა უცბად რომ გადმოვხტე მანქანიდან,შევვარდე კორპუსში და მეძებოს მერე 14 სართულზე 6 ლარის გამო…

ასეც მოვიქეცი: უცბად გამოვგლიჯე კარი, გავვარდი, წამოვკარი ქვას ფეხი, დავენარცხე ასფალტზე, სასწრაფოდ წამოვვარდი და კიბეს ვეცი. ამისრიალდა ფეხი, გადავეფინე მოაჯირზე და ჩამოვიხიე შარვალი.

ავეთრიე ისევ სასწრაფოდ, ვეცი კარს,დავცხე თავი და ნაპერწკლები გადმომცვივდა თვალებიდან. მოვიხედე უკან, აბა მძღოლი რას აკეთებს, ხომ არ მომდევს-მეთქი.

რას ვხედავ: მძღოლი ისევ მანქანაში ზის და პირდაღებული, ერთ ადგილზე გაყინული მიყურებს.. ალბათ შოკშია უფულოდ რომ დავუსხლტი-მეთქი, გავიფიქრე და….

უცბად გამახსენდა, რომ ფული ტაქსში ჩაჯდომისთანავე გადავუხადე”

bbcnews.ge

Cesko