„ათასი რამ ვრცელდება… არ არის ასე” – რა დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს სეისმოლოგი საქართველოში შესაძლო მიწისძვრებთან დაკავშირებით? (+ფოტო)

0
1558
21 Views

სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, რომლითაც საზოგადოებას მიმდინარე სეისმურ პროცესებს განუმარტავს.

“არანაირ მოკლევადიან პროგნოზს არ ვაკეთებ და არ აკეთებს არც ერთი თავმოყვარე სეისმოლოგი. უბრალოდ გიხსნით. ხაზები სადაცაა რუკაზე, მაგალითად იასამნისფერი ხაზი, არის არაბეთის ფილაქნისა და თურქეთის ბლოკის საზღვარი, რომელსაც ეწოდება აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა. სწორედ ეს რღვევა გააქტიურდა. წრეები სადაცაა, ისაა მიწისძვრები, რომელიც ახლა ხდება და ხედავთ რომ ზუსტად ემთხვევა აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის მარცხენა დაბოლოების ორკაპს. ამას ჰქვია მარას სამმაგი შეერთება. მკვდარი ზღვის რღვევის გამო.

ათასი რამ ვრცელდება, საქართველოდან შორსაა, განსხვავებული ტექტონიკური ერთეულია, ჩვენ სხვა სისტემა ვართ. არც ის დაიჯეროთ სტამბოლში გავრცელდებაო. არ არის ასე”, – წერს გოდოლაძე.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრები მოხდა, რასაც ათასობით ადამიანი  ემსხვერპლა.

Cesko