”ცოლს გაყვა ჩუმად…თავში რკინა ურტყეს და კისერში დანა …” – საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდის მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

0
1075
25 Views

10 თვის წინ საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე გაუჩინარდა. სამართალდაცავებმა 30 წლის ელბრუს გარაჯაევის ბურუსით მოცული გაუჩინარების საქმე გახსნეს.

დააკავეს 6 პირი, რომელთაგან სამს ავტომობილის დაწვას, სამს კი განზრახ მკვლელობას ედავებიან.

როგორც ცნობილია, მკვლელობის მოტივი ცოლზე ეჭვიანობა გახდა.

„ცოლი ახლოს არ უშვებდა, არც სახლში. უკვე 5-6 თვის ფეხმძიმე იყო, აღარ ჰქონდა ჩემს ძმასთან კონტაქტი. მარტში 15-დან 20 რიცხვამდე აიღო შვებულება. მე დილიდან საღამომდე ვმუშაობდი და შემდეგ გავიგე, რომ უთვალთვალებდა თავის ცოლს, ეჭვი ჰქონდა ალბათ რაღაც.. დაურეკა ელჩინს, კაცს რომელზეც ჰქონდა ეჭვი და დაუთქვა შეხვედრა. ელჩინმა შეცვალა შეხვედრის ადგილი და დაიბარა გარაჟში, ხელოსანი ყოფილა მანქანის. როცა მივიდა მასთან ჩემმა ძმამ დაუწყო ცემა. ელჩინს დაუწყია ყვირილი დამეხმარეთო. ვიღაც ორი კაცი გადმოსულა მანქანიდან და რკინა ჩაარტყეს თავში. მათ ჩემი ძმა ეჭირათ ხელში, ელჩინმა კი დანა ჩაარტყა ყელში ორჯერ…“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას მოკლულის ძმა.

მოკლულის ძმის ელვარ გარაჯაევის თქმით, მკვლელობის დეტალები მას პოლიციამ მიაწოდა.

მოკლული საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენება მომდევნო კვირაში იგეგმება.

წყარო – “პრაიმ თაიმი”

 

Cesko