შარიათის მკაცრმა მიმდევარმა ცოლს ღალატის დროს შეუსწრო… აი რა იმოქმედა მან…

0
1463
12 Views

ღალატი ეს უპატიებელი შეცდომაა ადამიანის ცხოვრებაში, მამაკაცი იქნება თუ ქალი მნიშვნელობა არ აქვს და მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საზოგადოებისთვის მიუღებელი საქციელია.

ეს სიტუაცია უფრო რთულად მისაღებია საუდის არაბეთში, ისლამურ სახელმწიფოში, სადაც შარიათის კანონების მკაცრი მიმდევრებიც არიან. ზუსტად ასეთი რამ შეემთხვა ამ კანონის მიმდევარ მამაკაცს… დეტალებს წარმოგიდგენთ al-araby დან:

ბოლო დღეებში არაბულ პრესაში საკმაოდ აქტიურია ერთ-ერთი არაბი ქალის ღალატის ამბავი. წყვილი 4 წლის წინ დაქორწინდა, ბედნიერად დაწყებული ურთიერთობა ნელ-ნელა გაფუჭდა. ქალბატონს მეუღლისადმი გრძნობები უქრებოდა, რადგან მისი გრძნობები დროთა განმავლობაში სხვა მამაკაცმა დაიპყრო. არაბი ქალბატონის მეუღლე მკაცრი შარიათის მიმდევარი და წარამტებული ბიზნესმენი იყო, თუმცა ყოველ საღამოს წყვილს კამათი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი მაქსიმალურად ცდილობდა ურთიერთობის შენარჩუნებას, ქალი ამის მომხრე სულაც არ იყო….
… მამაკაცი თავის სამსახურიდან გამომდინარე ხშირად მიფრინავდა საზღვარგარეთ და მისი ცოლი რათქმაუნდა ამ სიტუაციით მაქსიმალურად სარგებლობდა. ერთ დღეს ცხარე კამათის შედეგად, მეუღლეს მისაღებ ოთახში სავარძელზე ჩაეძინა, გაბრაზებულმა ქალმა საყვარელი მამაკაცი პირდაპირ სახლში მიიპატიჟა.

რამოდენიმე საათის შემდეგ, მამაკაცს გაეღვიძა და გადაწყვიტა ცოლთან კიდევ ერთხელ დალაპრაკება და მის ოთახში ავიდა, სადაც შოკისმომგვრელი სიურპრიზი დახვდა…. მისი ცოლი სხვა მამაკაცთან ერთად, მისსავე ოთახში იწვა. ერთი ძალიან განსაკუთრებული რამ არ უნდა დავივიწყოთ, მამაკაცი შარიათის კანონების მკაცრი მიმდევარია და შესაბამისად ყველაზე საუკეთესო სიტუაციაში ორივე უნდა დაეხვრიტა, მაგრამ საპირისპიროდ მოიქცა, მოიხურა კარი და დარეკა პოლიციაში.

პოლიციის მოსვლამდე ქალის საყვარელი ფანჯრიდან გაიპარა, ხოლო მოღალატე ცოლი პოლიციამ დააკავა. სასამართლო განაჩენის შედეგად, ქალს დედობის უფლება ჩამოერთვა. ასევე გაირკვა მისი საყვარელის ვინაობაც, მას ტელეფონი ოთახში დარჩენოდა და პოლიციას მისი პოვნა არ გაჭირვებია. სასამართლო შარიათის კანონების მიხედვით ჩატარდა, დაქორწინებული ქალის საყვარელს 20 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ქალი საუდის არაბეთიდან სამუდამოდ გააძევეს.

მოგვიანებით ბიზნესმენმა მამაკაცმა მორალურად მიყენებული ზიანიდან გამომდინარე, ცოლის საყვარელს ასევე მსხვილი ფულადი ჯილდო გამოართვა. ასე დასრულდა ერთი ღალატის ისტორია, რომელიც საუდის არაბეთში ბოლო დღეების საკმაოდ აქტიური თემა იყო. შარიათის კანონების მიხედვით, წყვილს ღალატი ეკრძალებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი მათ სასტიკად დასჯის. შარიათის თანახმად, თუ წყვილი ერთმანეთთან ბედნიერებას ვერ ჰპოვებს, აუცილებლად ბავშვის გაჩენამდე უნდა დაცილდნენ ერთმანეთს.

თქვენ რას ფიქრობთ რამდენად მკაცრია შარიათის კანონი?

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

წყარო: bbcnews.ge

Cesko