ბაიდენი – აუცილებლად ვიყრი კენჭს აშშ-ის პრეზიდენტად

0
102
28 Views

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარ თავს პრეზიდენტობის „ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის დონალდ ტრამპის დამარცხებას შეძლებს. ამის შესახებ ბაიდენმა ვაშინგტონში ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„ჩემი აზრით, ყველაზე კვალიფიციური ადამიანი ვარ, ვინც პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის. მე ტრამპი ერთხელ დავამარცხე და ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებ“, – განაცხადა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე. ამ პრესკონფერენციას ჟურნალისტებმა უკვე უწოდეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჯო ბადენის კარიერაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაიდენის წარუმატებელი დებატების შემდეგ დონალდ ტრამპთან.

ერთი საათის განმავლობაში ბაიდენმა 19 შეკითხვას უპასუხა. ის მის ჯანმრთელობას ეხებოდა. მედიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, თუ რამდენად შეუძლია მას წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება და პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება.

შეკითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ბაიდენმა პრეზიდენტად კენჭისყრაზე უარი თქვას, თუ კვლევები აჩვენებს, რომ გამარჯვების მეტი შანსი ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს აქვს, ბაიდენმა უპასუხა, რომ „ის ამას მხოლოდ მაშინ გააკეთებს, თუ კვლევები აჩვენებს, რომ შანსი საერთოდ არ აქვს. „მე აუცილებლად ვიყრი კენჭს პრეზიდენტად!“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

Cesko