შეიძლება, სააკაშვილს პალატაში ვიდეოებს უღებდნენ და პუტინს უგზავნიდნენ – პოდოლიაკის სკანდალური ინტერვიუ

0
727
23 Views

არაკორექტულია დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე საუბარი, როცა საკუთარ პრეზიდენტს კლავენ – ასე ეხმიანება უკრიანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განხადებებს.

მიხაილო პოდოლიაკი არც იმას გამორიცხავს, რომ სააკაშვილს საკნად ქცეულ პალატაში ვიდეოებს უღებდნენ და შემდეგ პუტინს უგზავნიდნენ. უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში პოდოლიაკმა ბევრი ისაუბრა თბილ ურთიერთობებზე “ქართული ოცნებასა” და პუტინის რეჟიმს შორის, რაც ომში მყოფ ქვეყანას უჩენს ეჭვებს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.

თუკი რამეზე გვსურს საუბარი, გააათვისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჰგავს ადამიანს, ვინც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლის. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მმართველი პარტიისა და იმ ხელისუფლების სიყვარული იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც 2008 წელს მათი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. საქართველოს მუდმივი დიალოგები რუსეთთან, რომ ისინი ვერ ამჩნევენ ომს უკრაინაში. ასევე ის ეჭვები, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდით ავლაში ეხმარება. იქნებ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ამის შემდეგ დავაყენოთ რაღაც პირობები. ძალიან არაკორექტულია ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარი, როცა პარალელურად საკუთარ პრეზიდენტს კლავენ. ასე არ შეიძლება მოექცე ადამიანს, რომელმაც ბევრი კარგი გაუკეთ ქვეყანას. ვვარაუდობ, რომ საქართველოს აქვს გარკვეული ურთიერთობები რუსეთთან. ყველასთვის ცნობილია, რომ პუტინი ვერ იტანს სააკაშვილს. ამიტომაც, არ იძვრის ეს პროცესი. შეიძლება, ვიდეოებსაც წერენ, რომ შემდეგ პუტინმა ნახოს და ისიამოვნოს თუ როგორ იტანჯება სააკაშვილი, რომელიც მას ასე ძალიან სძულს”, – ამბობს პოდოლიაკი.

Cesko