ხორვატიის პრეზიდენტმა გააკრიტიკა დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინისათვის საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ

0
481
38 Views

ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა გააკრიტიკა დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინისათვის საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ.

ხორვატიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მოლაპარაკებების გამართვა რუსეთსა და აშშ-ს შორის.

“რაც შეეხება ტანკებს, რუსული და ამერიკული ტანკები ერთნაირად იწვის. შესაძლოა, ეს ტანკები დაიწვება, შესაძლოა, ყირიმამდე ჩავა, თუმცა ეს ხორვატიის მონაწილეობის გარეშე მოხდება”, – აღნიშნა მან.

“გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რადგან რუსეთს ვეომებით. არ ვიცოდი. შესაძლოა, გერმანია რუსეთს ეომება, თუმცა წარმატებები მათ. შესაძლოა, ყველაფერი უკეთ გამოუვათ, ვიდრე 70 წლის წინ”, – დასძინა მან.

Cesko