აშშ-ს ომის დასრულების გასაღები აქვს, მაგრამ მისი გამოყენება არ სურს – რას ამბობს დიმიტრი პესკოვი

0
590
32 Views

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის ომის დასრულება შეუძლია, თუმცა ვაშინგტონს ეს არ სურს.

“კიევის რეჟიმი ვაშინგტონის ხელშია. აშშ-ს ომის დასრულების გასაღები აქვს, მაგრამ მისი გამოყენება არ სურს. ამის ნაცვლად ქვეყანა უკრაინას იარაღს აწვდის“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, მოსკოვში აცხადებდნენ, რომ აშშ კიევისთვის იარაღით მიწოდებით კონფლიქტს ახანგრძლივებს, თუმცა აშშ აცხადებს, რომ ომი მოსკოვმა დაიწყო და ის მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან თავის ჯარებს გაიყვანს.

Cesko