„დავინახე მსუქანი, ქოშინა, ქონები უშლიდა, მოფამფალე მუცელი…” – სად შეხვდა იუნა შაფათავა სააკაშვილს და რა გაიფიქრა პირველივე წუთებში

0
2417
24 Views

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისტორიას გვიყვება, რომელიც კუს ტბაზე სირბილს უკავშირდება.

„ძალიან ბევრი წლის წინ, სანამ პრეზიენტი გახდებოდა და ასკინკილათი ხტუნავდა პარლამენტის კიბეებზე და მის შიზოფრენიას ყველა დასცინოდა, კუს ტბაზე ვნახე, მსუქანი, შორტებში, „დარბოდა” ვიღაც ახალგაზრდა კაცის თანხლებით – თვითონაც ახალგაზრდა იყო.

დარბოდა განა ისე, ჩვენ რომ დავრბივართ – საათის ისრის საწინააღმდეგოდ – არა, ეს ამორბოდა საათის ისრის მიხედვით, ბოლო აღმართზე… მსუქანი, ქოშინა, შორტები მსუქან თეძოს შიდა მხარეს ჩაყოლილი, დონდლო, ბოთე, მთხლე…

მეგობრებთან ერთად ვიყავი და ზიზღით გაიხედეს სხვაგან, რას ჰგავს ეს ჩემისაო…

მე ვუყურებდი, რადგან ადამიანებზე წინათგრძნობა მაქვს და ბევრი მქონდა გაგონილი, მასზე.

რადგან მთელი ცხოვრება დავრბივარ, სირბილის მანერაზე ხასიათს ვცნობ და რამდენად ნამდვილი „მორბენალია”.

ხელები ფართოდ განზე, ნახევრად ჩამოსული, ქოშინა, ფეხებიც განზე – ქონები უშლიდა, მოფამფალე მუცელი და ოფლიანი სახე, აწეული ამაყად ზემოთ – სირბილის დროს რომ თან აკვირდებოდა ვინ უყურებს, რომ ასეთი „სპორტულია” და „დარბის”…

Cesko