“სტრესული პერიოდი გავიარეთ, ლელას დეპრესიაც ჰქონდა… მეგობარმა უთხრა, ძაღლი დაგეხმარება სტრესის მოხსნაშიო და…” – რას ჰყვება “მამულიჩა” ოთხფეხა მეგობრებზე?! (+ფოტოები)

0
448
17 Views

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იღებს ოთხფე­ხა მე­გობ­რებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და მზრუნ­ვე­ლობს მათ. თუმ­ცა მათ­გან ყვე­ლას არ შე­უძ­ლია ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე გა­უ­ძღვეს და ამის გამო ქუ­ჩა­ში პატ­რო­ნის­გან უარ­ყო­ფი­ლი არა­ერ­თი ცუგა ხვდე­ბა… მომ­ღე­რა­ლი ლელა წურ­წუ­მია ცხო­ვე­ლე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლია. ის სახ­ლში ორ ძაღლს ინა­ხავს. ერთი წე­ლია, მე­უღ­ლეს­თან, კახა მა­მუ­ლაშ­ვილ­თან, მა­მუ­ლი­ჩას­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად არის თა­ვის ცუ­გე­ბის მზრუმ­ვე­ლო­ბის საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი…

მათი ძაღ­ლე­ბის თავ­გადსავ­ლე­ბის ამ­ბებს კი მა­მუ­ლი­ჩა ვი­დე­ო­ე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ხში­რად აზი­ა­რებს. კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ახლა ჩვე­ნი სტუ­მა­რი და ვსა­უბ­რობთ მათ ოთხფე­ხა მე­გობ­რებ­ზე.

“ოთხფე­ხე­ბი არი­ან თუ ორ­ფე­ხე­ბი, ვე­ღარ ვხდე­ბი… რა­ღა­ცე­ბი ეს­მით, რა­ღა­ცე­ბი – არა. ისე, ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან – აკი­რა წლის და სამი თვის არის და ოდი, ოდი­კოს ვე­ძა­ხით, ერთი წლის გახ­და. ჩვე­ნი ვაჟ­ბა­ტო­ნი აკი­რა ამე­რი­კუ­ლი აკი­ტაა, გვა­რად წურ­წუ­მია გახ­ლავთ, ოდიც ვაჟ­ბა­ტო­ნია, ოღონდ, გვა­რად მა­მუ­ლაშ­ვი­ლია, ის ქუ­ჩი­დან მო­ვიყ­ვა­ნეთ. მოკ­ლედ, ჯი­ში­ა­ნი წურ­წუ­მი­აა, რა (იცი­ნის)… რა­ღაც ასე და­ვა­ლა­გე. ბუ­ნებ­რი­ვია, პრე­ტენ­ზია არც ერთ ძაღლს არ აქვს” – გვე­უბ­ნე­ბა მა­მუ­ლი­ჩა…

ლე­ლას ად­რეც ჰყავ­და ძაღ­ლი და სა­ერ­თოდ, მათ­თან ოჯახ­ში ძაღ­ლი სულ იყო… ერთხელ ერთ-ერთს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და იმის მერე თქვა, – სახ­ლში ძაღლს აღარ მო­ვიყ­ვა­ნო… რაც შე­ე­ხე­ბა ამ ჩვენს ძაღ­ლებს, ოჯახ­ში სი­ახ­ლე, გა­მო­ცო­ცხლე­ბა მოგ­ვინ­და, რად­გა­ნაც პან­დე­მიი დროს სტრე­სუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რეთ. ლე­ლას ცოტა დეპ­რე­სი­აც ჰქონ­და… მერე მე­გო­ბარ­მა, თორ­ნი­კე ჯგე­რე­ნა­ი­ამ ლე­ლას უთხრა, ამ სტრე­სის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ძაღ­ლი და­გეხ­მა­რე­ბაო. მე­ო­რე დღეს­ვე კას­პის ძაღ­ლთსა­შე­ნი­დან ამე­რი­კუ­ლი აკი­ტა მო­ვიყ­ვა­ნეთ. მე­ო­რე თვე­ში იყო, ჩვენს ოჯახ­ში რომ შე­მო­ა­ბი­ჯა. ძაღ­ლი სახ­ლში რომ გაჩ­ნდე­ბა, მერე თით­ქოს მე­ო­რეს შე­ძე­ნის სურ­ვი­ლიც გიჩ­ნდე­ბა. რა­ღაც სხვა ენერ­გი­ას გაწ­ვდის…

ლე­ლას ერთხე­ლაც აკი­რა გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი. რომ მო­ვი­და, მი­თხრა, – ერთი ძაღ­ლი ვნა­ხე ქუ­ჩა­ში, თოვლში აქეთ-იქით დარ­ბის და ვნერ­ვი­უ­ლობ, მან­ქა­ნამ არ და­არ­ტყას, უნდა სახ­ლში წა­მო­ვიყ­ვა­ნოო. ვუ­თხა­რი, ეს ძაღ­ლიც გა­იზ­რდე­ბა და სახ­ლში ამ­ხე­ლა ძაღ­ლე­ბი­არ გვინ­და-მეთ­ქი. არა, უნდა მო­ვიყ­ვა­ნოო, ვერ მო­ის­ვე­ნა. მოკ­ლედ, გა­რეთ გა­ვე­დით, ორი სა­ა­თი ვე­ძებ­დით. მერე მი­ვი­და იმ ად­გი­ლას, სა­დაც ის ძაღ­ლი ნახა. უცებ მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­ცუნ­ცულ­და. ლელა რომ და­ი­ნა­ხა, ეტყო­ბა, იცნო და მა­შინ­ვე მი­ახ­ტა. ეს არის-მეთ­ქი? კიო. იმ დროს ქალ­ბა­ტო­ნიც გა­მო­ვი­და მა­ღა­ზი­ი­დან. მა­ჩუ­ქეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ჭირს მოვ­ლა, ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბა და არ ვიცი, რა ვქნაო – შე­მოგვჩივ­ლა. თუ თუ ვერ უვ­ლით და პრობ­ლე­მა­ტუ­რია, წა­ვიყ­ვან, ხვა­ლამ­დე მო­ი­ფიქ­რე­თო – ლე­ლამ. მე­ო­რე დღეს დაგ­ვი­რე­კა – ქალ­ბა­ტო­ნო ლელა, ჩვენ ვერ მო­ვუვ­ლით და თუ გნე­ბავთ, წა­იყ­ვა­ნე­თო. მოკ­ლედ, მო­ვიყ­ვა­ნეთ. გვე­გო­ნა პა­ტი­ო­სა­ნი ძაღ­ლი მოგ­ვყავ­და და ბან­დი­ტი აღ­მოჩ­ნდა (იცი­ნის). წყნა­რი აკი­რაც გა­ა­გი­ჟა. ისე­თი დინ­ჯი, რომ­ლის არ­სე­ბო­ბაც სახ­ლში სა­ერ­თოდ არ იგ­რძნო­ბო­და. ადი­კო გი­ჟი­ვით დარ­ბის აქეთ-იქით, მთე­ლი სახ­ლი გა­დად­გა…

ბოლო წლებ­ში ვის­წავ­ლე, რომ რაც არ უნდა წე­რონ, არა­ვის­თან, არა­სო­დეს შევ­დი­ვარ პო­ლე­მი­კა­ში. მი­მაჩ­ნია, რომ ამას აზრი არ აქვს. ტყუ­ი­ლად ნერ­ვე­ბი არ უნდა მო­ი­შა­ლო. მე ჩემი საქ­მე მაქვს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ვინ­მეს ბინ­ძუ­რად მო­იხ­სე­ნი­ებს, იმას რა პა­სუ­ხი უნდა გას­ცე?! თან, აზ­რი­საც ვერ შე­აც­ვლე­ვი­ნებ. მე ძაღ­ლებს ვუვ­ლი, ამით ადა­მი­ა­ნებს იმას ვაჩ­ვე­ნებ, რომ ცხო­ვე­ლე­ბი უნდა გვიყ­ვარ­დეს და თუ გყავს, უნდა მო­უ­ა­როთ. აბა, ისაა კარ­გი, ქუ­ჩა­ში რომ ყრი­ან?! შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად რამ­დე­ნი­მე თავ­შე­სა­ფარს ვეხ­მა­რე­ბი, ანუ სა­დაც ავად­მყო­ფი ცუ­გე­ბი ჰყავთ. ერთი ლა­გო­დეხ­შია, ხა­შურ­ში. ზოგი ფეხ­მო­ტე­ხი­ლია, ზოგი უმო­წყა­ლოდ ნა­ცე­მი, და­ჩე­ხი­ლი. ზო­გი­ერ­თი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ვუმ­კურ­ნა­ლეთ… სა­ოც­რე­ბა ხდე­ბა, ისე­თი ფაქ­ტე­ბია, ჭკუ­ი­დან ვი­წე­ვი ხოლ­მე. სა­ში­ნე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ ძაღ­ლებს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ამ ხალ­ხს რა უნდა ელა­პა­რა­კო?! მათ ძაღ­ლი კი არა, ალ­ბათ ოჯა­ხის წევ­რე­ბიც არ ეყ­ვა­რე­ბათ”,- ამბობს კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

წყარო: ambebi.ge

Cesko