„არ არის გადასაყვანი“ – რას აცხადებს დავითულიანი სააკაშვილზე

0
425
34 Views

„ქართული ოცნების” დეპუტატის, ბექა დავითულიანის აზრით, თუ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაჰყავთ, ნიშნავს რომ გადასაყვანი არაა და ამას კომისიის შექმნა არ სჭირდება. მისი თქმით, საკითხზე პასუხისმგებელი პენიტენციური სისტემაა.

„პენიტენციურმა სისტემამ თვითონ იცის რა უნდა გააკეთოს კონკრეტულ მსჯავრდადებულ პატიმართან დაკავშირებით. ყველა მსჯავრდადებული პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის პენიტენციური სისტემის პასუხისმგებლობა, ისინი მოქმედებენ კანონისა და პროტოკოლის შესაბამისად და რაც არის სწორი, იმას აკეთებენ. არ გადაჰყვათ ესე იგი არ არის გადასაყვანი, გადაჰყავთ, ესე იგი გადასაყვანია, არ სჭირდება ამას კომისია”, – თქვა დავითულიანმა.შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” 12 მაისს გადაიყვანეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია მისი კლინიკურ კვლევების შედეგები.

Cesko