სოფო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ დედამისი კლინიკაში რჩება

0
548
72 Views

27 წლის სოფო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ, დამძიმდა დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ დრომდე ის “ჯო ენის” საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში რჩება.

მედიკოსები მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ, თუმცა ჰოსპიტალიდან დაღუპულის დედის გაწერა ჯერ არ იგეგმება. ახლა მას დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

“პაციენტის ჯანმრთელობას მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, უტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა… ჯერ-ჯერობით გაწერა არ იგეგმება, დამოკიდებულია თუ როგორ იქნება პაციენტის მდგომარეობა” – ამბობს კარდიოლოგი დავით გაბელია .
მკვლელობა თბილისში 21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. მებონიამ მეუღლეს, 27 წლის სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა.

დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს.

Cesko