„როდესაც ეს ამბავი შემემთხვა, მე თამარ სხირტლაძის დაბადების დღეზე ვიყავი…“ – ნიკოლოზ წულუკიძე

0
803
22 Views

ნიკოლოზ წულუკიძემ „იმედის დღის“ ეთერში თამარ სხირტლაძე მიიწვია. ტელეწამყვანმა მისი წარდგენისას აღნიშნა: „ქალბატონი თამარი ჩვენი სტუმარი უნდა ყოფილიყო დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც იყო მისი დაბადების დღე, 2 მაისს. 3 მაისს, იმ დღეს, როდესაც ეს ამბავი შემემთხვა, მე ვიყავი ქალბატონი თამარის დაბადების დღეზე. როცა ვისხედით რესტორანში, თამარმა მკითხა, რაზე უნდა ვილაპარაკოთო.

ერთხელ ჰქონდა ჩემთვის ასეთი რამ ნათქვამი, როდესაც ექიმი გამოვიდა და მითხრა, თქვენი შვილი გარდაიცვალა, გავედი საავადმყოფოს დერეფანში და დავიწყე სარკის მოძებნა, რათა დამემახსოვრებინა ჩემი სახე, თეატრსა და კინოში თუ დამჭირდებოდა, ეს სახე დამახსოვრებული ყოფილიყოო. ეს, გარდა იმისა, რომ ქალბატონი თამარის საოცარ არტისტობაზე მეტყველებს, მეტყველებს კიდევ ბევრ სხვა რამეზე. ზუსტად ამ თემაზე ვლაპარაკობდით სამ მაისს, როდესაც ჩემს ოჯახში ეს ამბავი მომხდარი იყო და მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი… ამის გამოც ხართ ბევრისთვის მაგალითი – იმისთვის, რომ ახლა 93 წლის თამარა სხირტლაძე ისევ დადის რეპეტიციებზე და ისევ არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება, ადამიანმა დაიწყო ცხოვრება თავიდან ბევრჯერ და შენი დარდი არ მოახვიო არავის თავს…“ – აღნიშნა ნიკოლოზ წულუკიძემ

Cesko