„ბავშვის საფლავი ცარიელი აღმოჩნდა…“ – კახეთში ქალი „გარდაცვლილ“ შვილს ეძებს

0
712
46 Views

სოციალურ ქსელში ჯგუფში “ვეძებ”, ყოველდღიურად უამრავი შემაძრწუნებელი ისტორიები იწერება. ადამიანები ეძებენ მშობლებს, და-ძმებს, შვილებს – ზოგი პოულობს, ზოგიერთი სამწუხაროდ, ვერა.

ამჯერად, ჯგუფში დაიწერა, რომ ქალი 35 წლის წინ “გარდაცვლილ“ შვილს ეძებს, რადგან საფლავის გახსნისას აღმოჩნდა, რომ დამარხული ყუთი ცარიელი იყო.

„არ ვიცი საიდან დავიწყო, აქ დავპოსტე ვეძებდი 1985 წლის 1-ელ მაისს დაბადებულ 7-თვიან გოგოს, დღეს გავხსენით საფლავი, ნასახიც არაა ჩვილის, საერთოდ არავითარი ნაშთი, ეს იმას ნიშნავს, რომ სამშობიაროდან გამოტანებულ ყუთში ბავშვი არ იყო, რა გაატანეს, რა დაასაფლავეს, არ ვიცით, გთხოვთ შეიძლება სხვა წელშიცაა ჩემი ბავშვი გატარებული დაბადების მოწმობაში,… 1984-85-86 წლებში, გურჯაანის სამშობიაროში დაბადებულს ვეძებ…“, – წერს ლელა მოსიძე. 

Cesko