რუსული ფლოტის ხომალდი ჩინეთთან ერთობლივ წვრთნებს გამართავს

0
410
24 Views

ახალი თაობის ჰიპერბგერითი საკრუიზო რაკეტებით შეიარაღებული რუსული ხომალდი თებერვალში ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ფლოტებთან ერთობლივ წვრთნებს გამართავს.

„ადმირალი გორშკოვი“ თავდაპირველად სირიის პორტ ტარტუსში გაემგზავრება, შემდეგ კი მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ საზღვაო წვრთნებში ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ფლოტებთან ერთად“, – ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ხომალდ „ადმირალ გორშკოვზე“ განთავსებულ ჰიპერბგერით რაკეტებს 1 000 კილომეტრი მანძილის დაფარვა შეუძლია.

Cesko