აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა უკრაინის NATO – ში გაწევრიანების იდეაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინა-რუსეთის ომამდე ის მხარს არ უჭერდა უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რადგან ფიქრობდა, რომ ეს გამოიწვევდა რუსულ აგრესიას, თუმცა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის ნეიტრალიტეტმა აზრი დაკარგა.
„ამ ომამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ ვიყავი, რადგან მეშინოდა, რომ ეს გამოიწვევდა სწორედ იმ პროცესს, რომელსაც ახლა ვხედავთ. ახლა, როცა ამ პროცესმა ამ დონეს მიაღწია, ნეიტრალური უკრაინის იდეას, ამ პირობებში, აზრი აღარ აქვს… ვფიქრობ, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება შესაბამისი შედეგი იქნება“ , – თქვა კისინჯერმა.
კისინჯერის აზრით, მოლაპარაკებების მეშვეობით შესაძლებელი იქნება დასავლეთის რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილება და ეს “რუსეთს მისცემს საშუალებას, დაუბრუნდეს საერთაშორისო სისტემას“ .