„დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს ჩვენ განვუსაზღვრავთ აწი, სად როგორი უფლებები ექნებათ“ – „ალტ ინფომ“ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექცია ჩაშალა

0
1168
21 Views

„ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მარტინენკო ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ლექცია „ალტ-ინფოს“ ყვარელის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩაშალეს.

„ლევან ბერძენიშვილს (რომელმაც ერეკლე მეფე მოღალატედ მოიხსენია), ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის კახეთის განყოფილების წევრებმა ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინეს.

ლიბერალებს ეგონათ, ისინი დაგვიდგენდენ ჩვენ მოძრაობის და ფუნქციონირების ნორმებს, მაგრამ რეალურად პირიქითაა და ასე იქნება ყველგან, დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ, ჩვენ განვუსაზღვრავთ აწი, სად როგორი უფლებები ექნებათ. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ვადგენთ აქ წესებს”, – აღნიშნავს მარტინენკო.

შეგახსენებთ, გუშინ ლევან ბერძენიშვილს ყვარელში უნდა ჩაეტარებინა ლექცია ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.

მანამდე, თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე მდებარე ერთ-ერთი დაწესებულების საპირფარეშოში ლევან ბერძენიშვილის ფოტო საპატიოდ დაკიდეს მას შემდეგ, რაც მან მეფე ერეკლეს მოღალატედ გამოცხადება ითხოვა.

Cesko