22 Views
ქართველი მომღერალი და მსახიობი, ბუბა კიკაბიძე, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით, თავდაპირველად მომღერალს სახლში, საბურთალოზე, გადაასვენებენ, ხოლო სამოქალაქო პანაშვიდებთან დაკავშირებით 2 ლოკაცია განიხილება – ფილარმონია და ქაშუეთის ეკლესია.
ბუბა კიკაბიძის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბოლო 2 თვის განმავლობაში კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში” ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.