23 Views
ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს სტადიონიდან უყურებდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ასე მომილოცა ქართული თეატრის დღე კვარამ” – წერს ნიკოლოზ წულუკიძე.
ნიკოლოზ წულუკიძე 180 ქართველთან ერთად ნეაპოლში კვარაცხელიას საგულშემატკივროდ იყო ჩასული.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია ა-ს შეხვედრაში “ნაპოლიმ” “იუვენტუსი” 5:1 გაანადგურა. ქართველი სპორტსმენი ტრავმის მერე კრიტიკის ქვეშ იყო, თუმცა “ბებერ ქალბატონთან” შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის შემდეგ კი უმაღლესი – 9.8 შეფასება მიიღო.
წყარო : https://primetime.ge/