გარდაბანში ერთ მამაკაცს მაღალი წნევა ჰქონდა – ექიმმა მას კაპტოპრილი დაუნიშნა და ……

January 14, 15:28
0
685

სოციალურ ქსელში სასაცილო ისტორია ვრცელდება.

გარდაბანში ერთ მამაკაცს მაღალი წნევა ჰქონდა.  ოჯახის წევრებმა ექიმს დაურეკეს. მან  კი ტელეფონით ურჩია – ჩემს მოსვლამდე, ავადმყოფს ენის ქვეშ კაპტოპრილი  ჩაუდეთო!
გამოძახებაზე მისულ ექიმს ყბაახვეული და ისევ მაღალწნევიანი პაციენტი დახვდა.
ექიმი გაოცდა – ყბა რატომ აქვს ახვეულიო?!
ამათმა – რაღა რატომო? როგორც გვითხარით, ენის ქვეშ ჩაუდეთ, მაგრამ ყბა  რომ დაეღალა და ვეღარ იჭერდა, ავუხვიეთ, რომ არ გადმოვარდნოდაო.
– რა რომ არ გადმოვარდნოდაო?! – გაგიჟდა მკურნალი.
– კარტოფილიო! – მიუგო ოჯახმა.

Cesko