29 Views
„დღეს “ნაპოლი” თამაშობს. იტალიელმა მწვრთნელებმა კვარაცხელიას წინააღმდეგ ე.წ. “გალიის” გამოყენება დაიწყეს. ამას 3 მცველი სჭირდება: ერთი პირდაპირ თავს ესხმის, მეორე პირითი ხაზის გასწვრივ სივრცეს უკეტავს, მესამე კი ცენტრისკენ გასვლას უზღუდავს.
ეს “ნაპოლისთვის” (თუ გამოიყენებენ) შესანიშნავი რამ არის – ამდენი მოთამაშის იძულებითი კონცენტრაცია მოედნის მცირე მონაკვეთზე სხვაგან მეტ შესაძლებლობებს ქმნის. ასეთ დროს ბურთი სასწრაფოდ უნდა გადაიტანონ ცენტრში ან საწინააღმდეგო ფრთაზე, სადაც შეტევისას უკეთესი სივრცეა და მცველებიც ნაკლებნი არიან.
რაკი “გალიის” გარღვევა ინდივიდუალურად (კვარაცხელიასთვისაც კი) უკიდურესად ძნელია (თუ შეუძლებელი არა – მითუმეტეს ზღვარგადასული უხეშობის ფონზე, რასაც მსაჯები ხშირად წაუყრუებენ ხოლმე), ამიტომ ჩვენს ბიჭს ბოლო მატჩებში ხშირად უწევს სწრაფი პასის უკან დაბრუნება, რაც მის იმიჯს ვერაფერს ჰმატებს და ვიღაცებს – ჩვენში და იტალიაშიც – დიდწილად უსამართლო კრიტიკის დაუოკებელ სურვილს უღვივებს.
იმედია, დღეს სპალეტი სპორტულ სამყაროს აჩვენებს, რას დაუპირისპირებს ის “გალიას” კვარაცხელიას დიდი ტალანტის გასათავისუფლებლად (ისიც ფაქტია, რომ მის განკარგულებაში სხვა შესანიშნავი მოთამაშეებიც არიან და გუნდიც პროფესიულად ორგანიზებული ჰყავს.)
ასევე, სასურველია, ჩვენმა ბიჭმაც დაძლიოს ფსიქოლოგიური წნეხი, რომელშიც ტრავმებმა და “გალიამ” მოათავსეს.
ამ ყველაფრის უკეთესი გამომცდელი, ვიდრე “იუვენტუსია” (ამ გრანდს ჩემპიონატში ზედიზედ 8 თამაში აქვს დღემდე მოგებული), ძნელი წარმოსადგენია – ძლიერ გამოწვევას კი დამძლევი პასუხი სჭირდება)
ასე რომ, დღეს უკიდურესად საინტერესო მატჩი გველის.
ვუგულშემატკივროთ ჩვენს ოქროს ბიჭს და ვნახოთ, რა მოხდება.
მან იცის, ვისთვის და რისთვის თამაშობს!“
ფილოლოგი, გია მურღულია; სოციალურ ქსელი