„ვინც ბინებს აქირავებს ფრთხილად იყავით” – რა ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს იურისტი ბინის მესაკუთრეებს?

0
644
31 Views

იურისტი მაია ჩიტაია მორიგი თაღლითური სქემის შესახებ საუბრობს. იგი ქართველ მესაკუთრეებს, რომლებიც ბინებს აქირავებენ, ფიშინგის შესახებ აფრთხილებს:

“ფიშინგის კიდევ ერთი გაუმჯობესებული სქემა გამოვლინდა. მისი პირდაპირი სამიზნე ჯგუფია საცხოვრებელი ბინის ან კომერციული ფართის გამქირავებლები.

შეგახსენებთ, რომ ფიშინგი არის კიბერთაღლითობის ფორმა, რომელიც კლონირებული ანუ რეალურ ვებ-გვერდთან მიმსგავსებული, თუმცა ყალბი გვერდის მეშვეობით, მიზნად ისახავს სენსიტიური ინფორმაციის გამოძალვას.

სქემა მდგომარეობს შემდეგში:

1. ქართული უძრავი ქონების საიტებზე შემთხვევითი შერჩევით პოულობენ განცხადებას და მფლობელს უკავშირდებიან ვოთსაფით, კანადის ან ამერიკის ტელეფონის ნომრიდან.

2. მფლობელს თავს აცნობენ, როგორც ამერიკელი ან კანადელი ოჯახი, რომელსაც გრძელვადიანად უნდა საქართველოში ჩამოსვლა, ბიზნესის დაწყება და ბინის ქირაობა.

3. მეტი ნდობის გასაღვივებლად, იწყებენ ვაჭრობას, ითხოვენ საკუთრების ფოტოების ან ვიდეოს გაგზავნას, დეტალებზე სვამენ შეკითხვებს. ამბობე, მოვიფიქრებთ, განვიხილავთ ოჯახშიო და ასრულებენ საუბარს.~

4. რამდენიმე საათში ისევ ბრუნდებიან და უკვე დაზუსტებულად გითანხმდებიან დეპოზიტის გადახდაზე, რომ ვიდრე საქართველოში არ ჩამოვლენ (ანუ უახლოეს 1 კვირაში), ბინა ქონდეთ დარეზერვებული.

5. მფლობელი ეუბნება სადეპოზიტო თანხას, ვთქვათ 500$. თაღლითი თანხმდება და ადასტურებს, რომ დეპოზიტს გადმორიცხავს ვესტერნ იუნიონის მეშვეობით რამდენიმე საათში.

6. უკვე საეჭვოა, როგორ მარტივად თანხმდება ის თანხის გადმორიცხვაზე. მაგრამ ვესტერნით თანხის გადმორიცხვა და განაღდება მართლაც უსაფრთხოა და არავითარ პირად მონაცემებს არ მოითხოვს სახელის და გვარის გარდა.

7. ცოტა ხანში მფლობელს მოსდის ვესტერნის გადახდის ქვითარი, სადაც ასახულია სადეპოზიტო თანხა 500$, გადმორიცხვის საფასური და განაღდების კოდი.

8. თითქოს ყველაფერი კარგადაა, თანხაც უცებ შეიძლება ონლაინ ბანკის მეშვეობით სწრაფად და უსაფრთხოდ გაანაღდო. ამ დროს თაღლითი აგზავნის ბმულს, რომელსაც ვესტერნის ყალბ გვერდზე გადაყავხარ და ინსტრუქციის მიხედვით, სთხოვს მესაკუთრეს შეიყვანოს კოდი, პირადი და საბანკო მონაცემები.

9. მონაცემების შეყვანის შემდეგ თაღლითს შესაძლოა ქონდეს სრული კონტროლი, როგორც მესაკუთრის პერსონალურ მოწყობილობაზე, ისე მის საბანკო მონაცემებზეც.

ბევრი ჩვენი მოქალაქე, რომელსაც განთავსებული აქვს განცხადებები უძრავი ქონების ვებ-გვერდებზე და შესაძლოა არ იცოდეს კიბერუსაფთხოების საბაზისო პრინციპები, შეიძლება ადვილად წამოეგოს ანკესს”, – წერს მაია ჩიტაია.

Cesko