რას ამბობს გიული ალასანია ფარულ აუდიო ჩანაწერში

0
680
26 Views

“კურიერმა” გამოაქვეყნა აუდიო მასალა, სადაც  მთავარი ფიგურა მიხეილ სააკაშვილის დედაა.

ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა დიდი ალბათობით ფრაზები, რომელიც მასალაში ისმის, გიული ალასანიას ეკუთვნის.

სააკაშვილის დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორი – ციტატა: “მთავარი ის არის რუსეთი რას ფიქრობს ამ მომენტში” – ამბობს ალასანია, რომელსაც შიში აქვს და არ იცის რა დახვდება მის შვილს საქართველოში.

და კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც თავდაყირა აყენებს მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილ საკუთარ პროდასავლურ ბიოგრაფიას – ” არ ვიცი, შეიძლება ისევ თვითონ რუსეთმა არ ჩათვალოს საჭიროდ.” რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი წყვეტდა ყოფილი პრეზიდენტის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებას.

ჩანაწერი გაკეთებულია ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლამდე. წუთნახევრიან სკანდალურ მასალაში, დიდი ალბათობით გიულ ალასანია ასევე საუბრობს ოპოზიციაზე, რომელსაც ბუნებით პარაზიტებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ.

ახსენებს გიორგი გახარიას, რომელსაც ვიღაცა მომავლისთვის ამზადებს, მაგრამ ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს, ახსენებს ივანიშვილს, რომელიც რუსებს არ უნდათ და საუბრობს ერთ-ერთ მედიასაშუალებაზე, რომელსაც მასალებს რუსები აწვდიან.

აუდიო მასალაში, რომელიც არ არის უწყვეტი, არ ჩანს ვის ესაუბრება მიხეილ სააკაშვილის დედა. თუმცა ჩანს მთავარი: რუსული ხელი და რუსეთის ფაქტორი იმ მოვლენებში,რაც ქართულ პოლიტიკაში ბოლო წელიწადნახევარია ხდება

Cesko